“რუსებს პოზიცია გაცხადებული აქვთ, მოლაპარაკებების წინაპირობად აცხადებენ ჩვენი მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების სუვერენულად აღიარებას, რაც არის, ფოჩიანი კამფეტი საქართველოსთვის”, – ასე პასუხობს “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ლავროვის განცხადებას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, სამშობლოს სიყვარულის გამო ბოდიშის მტერთან მოხდა წარმოუდგენელია:
“პირველი, ჩვენი პოზიციაა, რომ სამშობლოს სიყვარულის გამო და თავისუფლების გამო ბოდიშს არავის არ მოვუხდით, რაც შეეხება ლავროვს, რუსებს პოზიცია გაცხადებული აქვთ, მოლაპარაკებების წინაპირობად აცხადებენ ჩვენი მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების სუვერენულად აღიარებას, რაც არის, ფოჩიანი კამფეტი საქართველოსთვის. ისინი გვეუბნებიან, რომ ჯერ აღიარეთ, რომ ჩვენია და მერე დაგიბრუნებთ უკან და ვის სჯერა ამ ზღაპრის არ ვიცი.
“ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებები საზიანოა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ისინი ძალაუფლების შენარჩუნებისთვისა და ქონების დაგროვებისთვის, მზად არიან, უღალატონ ქვეყანას. პირდაპირ ვამბობ, ისინი მზად არიან ყველანაირ დათმობაზე წავიდნენ რუსეთთან, ოღონდ შეინარჩუნონ ძალაუფლება, რაც არის საქართველოს ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატი. ის, რომ თურმე ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ საქართველოს სიყვარულის გამო და ამის მერე ვიღაც დაგვირიგებს რაღაცას, ეს არის ფოჩიანი კამფეტი, რომელსაც არავინ არ შეჭამს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს