პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე მაინც გამოიჩინოს გამბედაობა და...

“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე მაინც გამოიჩინოს გამბედაობა და გაგვცეს პასუხები საქართველოს მოქალაქეებს შემდეგ კითხვებზე…” – გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს:

,,დაუშვებელია მსგავსი საკითხები, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, არაფორმალურად და დამალულად წყდებოდეს.

ივანიშვილი დებატებს გაურბის. თუმცა, მოვუწოდებ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე მაინც გამოიჩინოს გამბედაობა, ზუგდიდში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე ბოდიშის მოხდას რომ მოითხოვს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობას რომ მოითხოვს, მაშინ მაინც გაგვცეს პასუხები საქართველოს მოქალაქეებს შემდეგ კითხვებზე:

1. რა ფორმით და პირობებით ფიქრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მაშინ, როცა არც რუსეთის და არც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმების პოზიციები არ შეცვლილა ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უკან გაწვევის და საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ?

2. რა ტიპის სახელმწიფო მოწყობისთვის და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას?

3. დასავლეთთან დაპირისპირების და როგორც შედეგის – საქართველოს იზოლაციის, ასევე, დღევანდელი ხელისუფლების შეცვლილი პოზიციის და ომის დაწყების საკუთარ ქვეყანაზე დაბრალების პირობებში,
ემუქრება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და როგორ აპირებს არაღიარების პოლიტიკის დაცვას?

მხოლოდ ამ კითხვებზე საჯარო პასუხების გაცემის შემთხვევაში შეუძლია ივანიშვილს ისაუბროს მშვიდობაზე, სუვერენიტეტის დაცვაზე და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის მისი მორიგი “წინასაარჩევნო ტყუილი“, რასაც საბოლოოდ შეუძლია მოსპოს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური შესაძლებლობა!”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დოკუმენტი თავისთავად ძალიან საინტერესოა, ძალიან ჯანსაღი აზრები იკვეთება მასში, და ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის...

პარტია "სტრატეგია აღმასენებლის ოფისში" გაიმართა შეხვედრა-მსჯელობა დოკუმენტზე "ვაშაძის გეგმა...

“რა ვიცი აბა ჯუანშერ, რანაირად აგცდებიან ესენი?! 🤷🏻‍♂️” – ლევან ხაბეიშვილი ჯუანშერ ბურჭულაძეზე

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სკანდალური ინფორმაციებით ეხმაურება...

“მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მის წინააღმდეგ გამოთქმულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...