ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა...

“ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს პოზიტიურია” – კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რაც მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს.

ამასთან დაკავშირებით, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ეს უნდა მოხდეს ურთიერთ შერიგებით, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთ პატიებით. ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, გავაანალიზოთ წარსული, ასევე, შეცდომები რა გვაქვს დაშვებული. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარალელურ სამყაროში ცხოვრებას, რომელსაც კოლექტიური რადიკალური ნაციონალური მოძრაობა თავისი მეპატრონეებით ქმნის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პოზიტიური უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ განცხადებას ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვება.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურია. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ამ განცხადებებთან ერთად, პარალელურად, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ოს და-ძმებთან მოხდეს შერიგება. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთ მიტევებით შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა ვიცი აბა ჯუანშერ, რანაირად აგცდებიან ესენი?! 🤷🏻‍♂️” – ლევან ხაბეიშვილი ჯუანშერ ბურჭულაძეზე

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სკანდალური ინფორმაციებით ეხმაურება...

“რით განსხვავდებიან 20-30-იანი წლების ჩეკისტებისგან?” – სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე...

“წარმოიდგინეთ, ამით რას გვეუბნება: რუსეთი ნამდვილი მტერი კი არ არის, არამედ შექმნილი მტრის ხატიაო”...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ირაკლი კობახიძის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას  კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე

"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 19...