კვირა, მაისი 18, 2025
14.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონები"ამ მოდელით აფხაზეთი და სამაჩაბლო სამუდამოდ დაიკარგება" -...

“ამ მოდელით აფხაზეთი და სამაჩაბლო სამუდამოდ დაიკარგება” – დავით ქაცარავა

პარტიის ,,ჩვენ” ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ბედთან დაკავშირებით მმართველი პარტიის პირობებში:

,,რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოცხადებული ბოდიშის ინიციატივა არ ყოფილა წამოცდენა ან გაუგებრობა. ეს გახლავთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს საბოლოო ჩაბარების და შესაბამისად, საბოლოოდ დაკარგვის გეგმაზომიერი კამპანიის ნაწილი.

ბოდიშის ანონსის შემდეგ, გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლავროვმა გააკეთა შემხვედრი განცახდება და თქვა, ,,რადგან საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს და აღიარებს წარსულის შეცდომებს, რუსეთი მზად არის ქვეყნებს შორის (‼️სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, საქართველო‼️) შერიგების პროცესს შეუწყოს ხელი”.

აქ კი იკვეთება კონფედერაციის მოდელი.
რუსეთი არ აპირებს უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხ. ოსეთის აღიარება, რაც ნიშნავს იმას, რომ “ბოდიშის” მოხდის შემდეგ რუსეთი იცილებს ოკუპანტის სტატუსს, ხდება “მომრიგებელი”, ამით კი სამუდამოდ “აპრავებს” თავისი სამხედრო ბაზების დისლოკაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

“შერიგების” ერთადერთ მოდელად კი ქოცმთავრობას უტოვებს კონფედერაციულ მოწყობას, რაც ავტომატურად ნიშნავს აფხაზეთისა და ე.წ. სამხ. ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, რის გარეშეც კონფედერაცია ვერ შედგება.

ამ მოდელით აფხაზეთი და სამაჩაბლო სამუდამოდ დაიკარგება.

სოციალურ ქსელში უკვე შემოგდებულია თემა – იყოს ასეთი შერიგება და კონფედერაციული მოწყობა, აბა სხვანაირად როგორ დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს?

ეს არ არის არც კომპრომისი და არც გამოსავალი, ახლოსაც არ არის ტერიტორიების დაბრუნებასთან, ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი და ჩვენი მიწა-წყლის მტრისთვის საბოლოოდ გადაცემა.

ერთადერთი გზა სიტუაციის გამოსასწორებლად გახლავთ ქართული ოცნების, მოღალატე მთავრობის გაშვება მის ბუნებრივ გარემოში, რუსეთში.

26 ოქტომბერს უკლებლივ ყველა მივდივართ არჩევნებზე და ვამარცხებთ რუსულ ოცნებას!”, – წერს დავით ქაცარავა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე” – ბეჟან კავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ის მისწრაფება, რასაც ქართველი ხალხი გამოხატავს ევროკავშირთან დაკავშირებით, არ აღიქმება ოპოზიციის გზად” – ირაკლი...

ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე პოლიტიკურ შეფასებას და კონკრეტულ შედარებას...

“წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია და თაღლითური სქემა საქართველოს რკინიგზაში!” – ლევან ხაბეიშვილი

საქართველოს რკინიგზაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მეშვეობით, სკანდალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 17-19 მაისის პერიოდისთვის

16 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...