სამშაბათი, ივლისი 15, 2025
33.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილის მიერ გაკეთებული მოღალატეობრივი განცხადებები მე მავალდებულებს ღიად...

“ივანიშვილის მიერ გაკეთებული მოღალატეობრივი განცხადებები მე მავალდებულებს ღიად და საჯაროდ ჩავერთო ქართულ პოლიტიკაში” – ლევან სანიკიძე

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარეს ქალბატონ თინა ბოკუჩავას, ჩემს ახლო მეგობარს ამ შესაძლებლობისათვის. ივანიშვილის ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაკეთებული მოღალატეობრივი განცხადებები მე მავალდებულებს ღიად და საჯაროდ ჩავერთო ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ.

ლევან სანიკიძემ, თავის სიტყვაში, ასევე, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე:

მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარეს ქალბატონ თინა ბოკუჩავას, ჩემს ახლო მეგობარს იმ დიდი შესაძლებლობისა და გამოწვევისთვის, რომლის შესახებაც დღეს თქვენთვის გახდა ცნობილი.

ჩემი მოტივაცია განისაზღვრა ჩვენი მომავლის საკითხით – დარჩება თუ გაქრება ქართული სახელმწიფო და რა როლი უნდა შევასრულოთ ამ საქმეში დამოუკიდებელ, თავისუფალ, ევროპულ საქართველოში დაბადებულმა ახალმა ქართულმა თაობამ.

ის რომ „ქართული ოცნება“ მოღალატეობრივი პოლიტიკური ორგანიზაციაა ჩვენი ამომრჩევლის, მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის შვილების უმრავლესობამ დიდი ხნის წინ გაიგო, მაგრამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ივანიშვილის მიერ გაკეთებული მოღალატეობრივი განცხადებები მე მავალდებულებს ღიად და საჯაროდ ჩავერთო ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეც ასე მომიკლეს დედა, დევნით, ზეწოლით და უსამართლობის განცდით” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია პატომრობაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძის...

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

“იმათ საყურადღებოდ, ვინც დღემდე მე თუ სხვა ადამიანებს საყვედურობს, რომ ბიძინამ ბევრი სიკეთე გაგვიკეთა...

საზოგადოებაში გავრცელებულ კონკრეტულ მინიშნებებს, ერთგვარი შედარებითი განმარტებებით, ეხმაურება ანალიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...