კონკრეტული ფაქტები და ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგისაშვილის ირონიანარევი შეფასებები:
“ქოცის ფარისევლობა უსაზღვროა.
აშშ-ს წყევლა-კრულვაში ათენ-აღამებს კობახიძე და შვილები ამერიკაში მიყავს სასეირნოდ.
მართლმადიდებლობის დაცვის ეგიდით ითხოვს ივანიშვილი ხმებს და თვითონ აფრიკული ტომების საკულტო რიტუალებს ატარებს.
ლგბტ თემთან ბრძოლა აქვს გამოცხადებული და საარჩევნო კონცერტებზე ამ თემის წარმომადგენლებს ამღერებს მხარდასაჭერად.
ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღგიდგინოთო და იმასაც ვერ ახერხებს, მისი რუსი პატრონი დროებით მაინც გააჩუმოს, რომ ხალხის მოტყუება აცადონ. (იხილეთ ლავროვის განცხადება, რომ რუსეთი ჩვენს “მეზობელ ქვეყნებთან” ურთიერთობების დალაგებაში დაგვეხმარება).
ნაცების დასჯასთან დაკავშირებულ დაპირებაზე აღარაფერს ვამბობ. ეგ საერთოდ ფარისევლობის და აფერისტობის პიკია“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.