ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე ვარ ძალიან ამაყი საზოგადოებას წარვუდგინო ლევან სანიკიძე,...

“მე ვარ ძალიან ამაყი საზოგადოებას წარვუდგინო ლევან სანიკიძე, როგორც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” კამპანიის სპიკერი” – თინა ბოკუჩავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერად ლევან სანიკიძე წარადგინა:

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა პრესსპიკერის წარდგენასთან ერთად ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე:

მოხარული ვარ, რომ საზოგადოებას წარვუდგინო გამორჩეულად ნიჭიერი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ახალგაზრდა, ჩემი მეგობარი ლევან სანიკიძე, რომელიც არ შემიძლია არ ვახსენო, რომ ყველა პიროვნულ ღირსებებთან ერთად არის ლეგენდარული ლევან სანიკიძის შვილიშვილი. მე ვარ ძალიან ამაყი საზოგადოებას წარვუდგინო ლევან სანიკიძე, როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის სპიკერი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის საქართველოს უახლოეს ისტორიაში.

ეს არის არჩევნები, რომელსაც მოიგებს ქართველი ხალხი, ევროპელი, ამაყი, თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი, რომელიც მტრის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის. ეს არის არჩევნები, რომელზეც გადამწყვეტ სიტყვას იტყვიან ქართველი ახალგაზრდები. დიახ, სწორედ ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.

ამ დროს ივანიშვილი მტერს შემრიგებლად აცხადებს, მოყვარეს მტრად და ცდილობს ეს სიყალბე მოგვახვიოს თავს წინასაარჩევნოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. საქართველოს მშვიდობიანი მომავალი შეიძლება იყოს მხოლოდ ევროპული, სადაც დაცულია თითოეული საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოება და სადაც ყველა მოქალაქეს აქვს ევროპული კეთილდღეობა.

ივანიშვილი კი გვთავაზობს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატს და ამავდროულად სიღატაკეს იზოლაციაში, როცა ქვეყნის პირველ პირებს ამერიკელები დემონსტრაციულად აღარ ხვდებიან, როცა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შესაძლოა გაუქმდეს და როცა ფინანსური სანქციები ემუქრება თავად ივანიშვილს, რაც ჩამოანგრევს ქვეყნის ფინანსურ სისტემას. ქართველი ხალხი არასოდეს მოაწერს ხელს ქვეყნის ღალატს და 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს .

ახლა კი მინდა სიტყვა გადავცე ლევანს და მას წარმატება ვუსურვო ჩვენს საერთო ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ტურიზმი გაიზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე

"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 19...