ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბეჟან ჯავახია: აი, ამაზეა ნათქვამი - "სად ერეკლე...

ბეჟან ჯავახია: აი, ამაზეა ნათქვამი – “სად ერეკლე და?…”

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მორიგ განცხადებასთან დაკავშირებით:

,,რატომ “გაახსენდა” ბიძინას კრწანისის ომი:

1. არც ისტორია იცის და არც გეოგრაფია, თორემ კრწანისი, რომ თბილისშია და კახეთში აღამაჰმად ხანს არ ულაშქრია ეცოდინებოდა!

2. ისევ ერეკლეს აწვება არქეტიპად. როგორც ქოცებს, ერეკლესაც ხომ ევროპა უნდოდა, მაგრამ მაშინდელმა “ფოტიგებმა და შარლ მიშელებმა” არ მიიღეს და წავიდა რუსეთისკენ. თვითონაც ხომ ეს ჭირს…

3. კრწანისის ბრძოლამ “უჩვენა”, როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფია წერდა: “რუსეთი იყო მთავარი საფარი და საყრდენი საქართველოსთვის, რომ მეზობლებს არ დაეპყროთ…“. ამდენად, ვალდებულია პუტინის წინაშე რუსეთის მნიშვნელობა “ისტორიით დაგვისაბუთოს”…

თუმცა, თვითონ რუსეთი იყო ვალდებული გიორგიევსკის ტრაქტატის შესაბამისად დახმარებოდა საქართველოს გარეშე მტრის წინააღმდეგ, მაგრამ არაფერი გააკეთა, პირიქით წააქეზა კიდევაც ირანი, რომ ხაზი გაესვა რუსეთის მნიშვნელობისათვის!

ისე ე.წ. დუშკაბინაში ჩამალული მან რომ ისტორია იცოდეს, როგორ გაბედავდა ერეკლეს ხსენებას, რომელიც 75 წლის იყო ამ ბრძოლის დროს და თვითონ ბაირაღით შევარდა ბრძოლის ველზე და ის დღე გამარჯვებითაც დამთავრდა.

მეფემ მაგით აღაფრთოვანა ჯარისკაცები…
აი, ამაზეა ნათქვამი – ,,სად ერეკლე და ?…”, – წერს ბეჟან ჯავახია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წარმოიდგინეთ, ამით რას გვეუბნება: რუსეთი ნამდვილი მტერი კი არ არის, არამედ შექმნილი მტრის ხატიაო”...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ირაკლი კობახიძის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას  კონკრეტული...

სჯსუ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის მოკლევადიანი კურსის გავლას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე

"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 19...