spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ასეთ "ბეზპრედელზე" პუტინის სასამართლოებიც კი არ მიდის. არა...

“ასეთ “ბეზპრედელზე” პუტინის სასამართლოებიც კი არ მიდის. არა უშავს, ეს არის ამათი ბოლო გასეირნება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, განმარტებებს აკეთებს ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილ საპარლამენტო სიასთან მიმართებაში და 27 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ მის პროცესზე სრულფასოვანი ჩართვის შეზღუდვასთან დაკავშირებით მწვავე შეფასებას აკეთებს:

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სია, რომლის შედგენაშიც სხვა ლიდერებთან ერთად მეც აქტიურად ვიყავი ჩართული, ასრულებს ჩემს მიერ მოცემულ პირობას რომ “ენმ” ფუნდამენტურად განახლდებოდა.

პირველად ხდება ასე, ახლანდელი სიის ორ მესამედზე მეტი არასდროს ყოფილა ხელისუფლებაში. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერშიფში მოვიდა მთლიანად ახალი თაობა, თუმცა რა თქმა უნდა სიაში არიან გამოცდილი პოლიტიკოსებიც, მაგრამ სია მთლიანად მომავალზე და ჩვენს დიად გეგმებზეა ორიენტირებული. ეს სია შედგება ნამდვილი ვარსკვლავებისგან, რომელთა მთავარი დანიშნულება არის ხალხის სამსახური.

ასევე წარვადგინეთ ღირსეული სია აჭარის უმაღლეს საბჭოში.
ძალიან მიხარია, რომ აჭარაში ჩვენს კამპანიას უხელმძღვანელებს ჩემი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი, აჭარის ისტორიული აღმშენებლობის მთავარი ავტორი ლევან ვარშალომიძე.

ვაპირებდი დღეს ეს სიები უფრო დეტალურად წარმედგინა, მაგრამ რეჟიმმა ჩაიდინა მორიგი უპრეცედენტო კანონდარღვევა, შეეშინდა რა ჩემი სრულფასოვანი ჩართვა სასამართლოზე, საშუალება მომცეს მხოლოდ ხარვეზიანი აუდიოკავშირის. ასეთ “ბეზპრედელზე” პუტინის სასამართლოებიც კი არ მიდის. არა უშავს, ეს არის ამათი ბოლო გასეირნება” , – ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ისტორიის მნიშვნელობაზე...

“როდესაც ნავთობიმპორტიორები კარტელური გარიგების პირობებში მოქმედებენ, ბაზრის რეალური მდგომარეობა მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია” – რომან...

საქართველოში საწვავზე არსებულ ფასებთან დაკავშირებით შეფასება-განმარტებებს და მძიმე მინიშნებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...