კვირა, მაისი 11, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნუცას დაკრძალვაზე მოვიდა კესო, გვერდზე მომიჯდა და მითხრა,...

“ნუცას დაკრძალვაზე მოვიდა კესო, გვერდზე მომიჯდა და მითხრა, რომ ცხოვრებაში პირველად ვარ დაკრძალვაზეო” – მაია ასათიანი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, მაია ასათიანი, ინსტაგრამზე ემოციურ ვიდეო-მიმართვას აქვეყნებს კესარია აბრამიძესთან დაკავშირებით:

,,ნუცას დაკრძალვაზე მოვიდა კესო, გვერდზე მომიჯდა და მითხრა, რომ ცხოვრებაში პირველად ვარ დაკრძალვაზეო. ბუნებრივია ძალიან გამიკვირდა და საქართველოში რანაირად შეიძლება იცხოვრო ისე, რომ დაკრძალვაზე არ წახვიდე ხო?! მითხრა, რომ ვერ დავდივარ, იმიტომ, რომ მეშინია, რომ გამაგდებენო. მაგრამ ამას კესო არასდროს არ მოგიყვებოდათ.

ყველაფერს უყურებდა ძალიან პოზიტიურად, მას ყველაფრად უღირდა ასეთ ლამაზ ქალად ყოფნა, სიცოცხლის ხანგრძლივობის მოკლებადაც კი.

2 დღის წინ, ხელისუფლებამ უკვე ოფიციალურად დააკანონა, რომ კესოსნაირი ადამიანები საქართველოში არ უნდა არსებობდნენ.

ყოველდღე ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები დადიან კარდაკარ, ხვდებიან მოსახლეობას და ქვეყანაში, რომლის გენოფონდი გახიზნულია საზღვარგარეთ და ,,შავ მუშად” მუშაობს; ქვეყანაში, სადაც პატარა შვილებს დედები ტოვებენ და საზღვარგარეთ წლობით იკარგებიან, იმიტომ, რომ ეს ბავშვები გამოკვებონ; ქვეყანაში, სადაც სიღარიბის ასეთი მაღალი მაჩვენებელია; და რაც მთავარია, ქვეყანაში, სადაც ასეთი ხშირია პედოფილიის შემთხვევები, დღე არ გადის, რომ არ დაიჭირონ მამა, რომელიც შვილზე სექსუალურად ძალადობდა, ბაბუა – შვილიშვილზე, პედაგოგი, რომელიც მოსწავლე გოგონაზე თუ ბიჭზე სექსუალურად ძალადობდა და ხელისუფლება ამის პრევენციისთვის არაფერს აკეთებს, თურმე ჩვენი მთავარი მტერი განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები არიან…

თითოეული ეს ადამიანი დღეს არის დაზაფრული, იმიტომ, რომ არ იცის ქუჩაში რომ გავა საღამოს დაბრუნდება თუ არა.

ყვავილი იყო ჩემთვის კესო, სულ ამ ასოციაციას იწვევდა, ეკლებში ამოსული ბროწეულის ყვავილი და ძალიან მძიმე დასაჯერებელია ახლა ჩემთვის, გიორგი ლეონიძის არ იყოს, რომ ეს ყვავილი აღარ ამშვენებს დედამიწას.

ჩვენმა ერთმა მეგობარმა დაწერა ,,წავიდა თავის ცისარტყელასთანო” და მჯერა, რომ ეს ნათელი გოგო ახლა ცისარტყელასთანაა…

სალომე ზურაბიშვილის სამძიმარს ვკითხულობდი და გულში ვიფიქრე, რომ კესოს ეს ძალიან მოეწონებოდა, კესოს ძალიან გაუხარდებოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მასზე აკეთებს განცხადებას, წაიკითხავდა მაიკლ როთის გამონათქვამს მის შესახებ და ალბათ იტყოდა ,,ეს ვინაა გოგო?!”.

ასეთი იყო კესო, ალალი, ნამდვილი, გულწრფელი, ლამაზი, ხო და, პირველი ქართველი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც ღიად დაიწყო ბრძოლა საკუთარი თავისთვის და ის ყოველთვის იქნება პირველი”, – აღნიშნა მაია ასათიანმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

“ბიჭოო, ცოტა ხნით გააჩუმეთ კახი კალაძე🙈 დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თბილისის მერის, კახა...

კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

„ბევრი სცენარი ვნახეთ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...