spot_img
მთავარიანალიტიკასახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციამ 2018-2019 წლებში 10 797...

სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციამ 2018-2019 წლებში 10 797 168 ლარი დახარჯა – საერთაშორისო გამჭვირვალობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ახალ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში წარმოდგენილია სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციული ხარჯები 2018-2019 წლებში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშის მიხედვით 2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციამ ჯამში 10 797 168 ლარი დახარჯა. კვლევაში წარმოდგენილი ხარჯები ეხება ხელფასებს, პრემია დანამატებს, საწვავის, ავტოპარკის შეკეთებას, მივლინებებს და ა.შ. ყველა ზემოთ ნახსენებ ხარჯებზე დაწვრილებითი ანგარიშია წარმოდგენილი ორგანიზაციის კვლევაში:

„2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 8,212,842 ლარი შეადგინა, რაც 1,411,749 ლარით მეტია 2016-2017 წლების ანალოგიურ მაჩვენებელთან (6,801,093 ლარი) შედარებით;

ადმინისტრაციების სარგებლობაში ჯამში 81 ავტომობილია, რომელთა შეკეთება/დიაგნოსტიკაზე 521,959 ლარი დაიხარჯა;

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა საწვავის შესაძენად 2018-2019 წლებში 1,109,683 ლარი დახარჯეს, რაც 234,575 ლარით მეტია 2016-2017 წლების ანალოგიურ მაჩვენებელთან (875,108 ლარი) შედარებით;

2018-2019 წლებში შესყიდული საწვავის მოცულობამ 505,076 ლიტრი შეადგინა;

სატელეკომუნიკაციო ხარჯებმა 2018-2019 წლებში 86,993 ლარი შეადგინა, 2016-2017 წლებში კი 61,227 ლარი იყო;

მივლინებებზე 2018-2019 წლებში 123,495 ლარი დაიხარჯა, 2016-2017 წლებში კი 154,690 ლარი;

წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის (კვებისა და რესტორნის მომსახურება, სასმელი პროდუქტების შეძენა და ა.შ.) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა ჯამში 86,742 ლარი გაიღეს (2018 წელს – 51,411 ლარი, 2019 წელს კი – 35,331 ლარი). შედარებისათვის – 2017 წელს წარმომადგენლობითმა ხარჯმა 32,635 ლარი შეადგინა,“ – ვკითხულობთ ოფიციალურ კვლევაში.

ეს ანგარიში, აგრეთვე, გვაწვდის ინფორმაციას თანამშრომელთა ხელფასების და მათი პრემია-დანამატების შესახებ. 2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციაში 267 ადამიანია დასაქმებული, 2018 წელს კი – 276 ადამიანი მუშაობდა.

2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურების სახით ჯამში 8,212,842 ლარი გაიცა (2018 წელს – 3,965,155 ლარი, 2019 წელს კი – 4,247,692 ლარი)

ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 655,454 ლარი გაიცა (2018 წელს – 322,523 ლარი, 2019 წელს კი – 332,931 ლარი)

2018-2019 წლებში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ყველაზე დიდი ოდენობით თანხა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიცა – 122,578 ლარი,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...