spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შვილი როგორ უნდა გაწიროთ?! შვილი შვილია, როგორიც არ...

“შვილი როგორ უნდა გაწიროთ?! შვილი შვილია, როგორიც არ უნდა იყოს” – ბაია დვალიშვილი კონკრეტულ მშობლებს მიმართავს

ტიკ-ტოკის პლატფორმაზე ბექა მაისურაძე მსახიობ ბაია დვალიშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც საუბარია იმ რეალობაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა – ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობა.

სერიალში ,,ჩემი ცოლის დაქალები”, სადაც გიორგი მარშანია ტრანსგენდერი ქალის, ნინოს როლს თამაშობდა, კესარია აბრამიძის მკვლელობის შემდეგ, ნინოს მოკვლის კადრები სოციალური ქსელის ყველა პლატფორმაზე აქტუალური გახდა.

სწორედ ამ პრობლემაზე ისაუბრა მსახიობმა ბაია დვალიშვილმა და განმარტებები გააკეთა, თუ როგორ იმოქმედა სცენარმა თუ გადაღებებმა მასზე და შემდგომში ასევე რაც რეალურად მოხდა ცხოვრებაში:

,,ახლა რომ ვნახე, სხვათაშორის, იმოქმედა. მომეწონა იმიტომ, რომ ძალიან ცუდი ამბავი მოხდა ახლა, ეს ყველაფერი წინ უსწრებდა და სწორად გაკეთებული იყო, სწორი ტრაგიზმი იყო ჩადებული, სწორი მესიჯები იყო ამაში ჩადებული და ძალიან კარგი იყო გიორგი მარშანია. ჩვენ ძალიან დავმეგობრდით და მინდა გითხრა, რომ ისე განიცდიდა, ისე ნერვიულობდა და ისე უნდოდა, რომ ეს ყველაფერი ზუსტი ყოფილიყო, ძალიან მტკივნეულად და სიზუსტეს მოითხოვდა. სულ ვიყავი მის შემოწმებაში, გასწორებაში.

რაღაცა იცი უცებ სინამდვილეც ჩნდებოდა. ის სცენა, როცა შევდივარ და უკვე მოკლული მხვდება ნინო, ძალიან ბევრჯერ გადავიღეთ იმიტომ, რომ აპარატს ჰქონდა სირთულე ამ ჩასვლა-ასვლის. რაღაცნაირად ვიყოჩაღეთ და ყველამ სწორად გავიარეთ ეს გზა.

იმოქმედა მართალი რომ გითხრა. იმოქმედა იმიტომ, რომ მართლა საზარელი რაღაც გათამაშდა სერიალში და გათამაშდა ცხოვრებაში.

იმის მერე რაც ეს სერიალი გავიდა იმდენი წერილი მივიღე მესენჯერით, იმდენი ურთიერთობა გამიჩნდა ტრანსგენდერებთან და იმდენად ტრაგიკული და რთული თემა არის, იმდენ რამეს მოიცავს, დამწყდა გული, რომ ეს სერიალი მაინც ხანმოკლე იყო ეს თემა. შეიძლებოდა კიდევ უფრო მეტი ყოფილიყო და კიდევ უფრო მძაფრი ყოფილიყო ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ ეს მიუღებლობა ჯერ კიდევ ძალიან ძლიერად არის.

პირველ რიგში მივმართავ მშობლებს, რომლებსაც ჰყავთ, ვთქვათ – ჰქვია რომ შვილები. შენი სისხლი და ხორცია ისეთივე, ოდნავ განსხვავებულია, როგორც ჩვენ ერთმანეთისგან ყველა განვსხვავდებით. ასე განსხვავდება სამყარო ერთმანეთისგან. იმიტომაც არის საინტერესო და სულ ამოსაცნობი.

შვილი როგორ უნდა გაწიროთ?! გაწირული შვილები არიან ყველაზე ტრაგიკულები, უბედურები ისევე, როგორც მშობელი – მერე გაუბედურებული რჩება. შვილი შვილია, როგორიც არ უნდა იყოს ის”, – განაცხადა ბაია დვალიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მთელი რიგი ცხოველთა უფლებადამცველების გასაგონად – თქვენი დასაწუნი “ლეიბორისტულ პარტიას” არაფერი აქვს” – შალვა...

4 აპრილს სახელმწიფო კანცელარიასთან ცხოველთა უფლებადამცველების საპროტესტო აქცია მოეწყო,...

“სოხუმის აეროპორტში გაიხსნა ახალი ტერმინალი და დაეშვა სამგზავრო თვითმფრინავი მოსკოვიდან. არც ერთი ამოკნავლება...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი აფხაზეთში დაფიქსირებულ კონკრეტულ ფაქტს...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩვენ საქმე გვაქვს მკვლელების კორპორაციასთან”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩამოთვლილი მძიმე ფაქტები...

“აფგან სადიგოვი როგორც იქნა გააძევეს საქართველოდან…” – ზაალ ანჯაფარიძე

აფგან სადიგოვის საქართველოდან დეპორტაციას კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...