ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია, მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიას, კონკრეტული შეფასებებით ეხმაურება:
“სიყალბეს და ბოროტებას, საერთო ჯამში, ჭკუა არ აქვს და თავსაც ავლენს. ასე მოსდის “ქართულ ოცნებას”.
ყველა სიყალბემ გამოავლინა თავი:
ქრისტიანობის ვითომ დაცვაზეც;
ვითომ ღირსებაზეც;
ვითომ მშვიდობაზეც;
და მითუმეტეს ვითომ ადამიანობაზეც.
ყველა ზრახვა ზედმეტად მარტივად და ნათლად ჩანს.
დასანანიცაა და გასაბრაზებელიც ერთდროულად“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე არჩილ გამზარდია.