თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, გარკვეული ტექნიკური პრობლემებით გაიმართა, რასაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა პოლიტიკური შეფასებებით გამოეხმაურა:
“რამდენი დაბრკოლებაც არ უნდა შეუქმნას ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს, ივანიშვილი ვერ ჩაახშობს მიხეილ სააკაშვილის ხმას, ვერ ჩაახშობს ვერც ქართველი ხალხის ხმას, რომელიც გადამწყვეტ ისტორიულ არჩევნებზე 26 ოქტომბერს იტყვის საკუთარ სიტყვას, რომლითაც გადაარჩენს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და უარს ეტყვის სიღატაკეს იზოლაციაში”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს
ცნობისათვის: სასამართლო სხდომას მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად ჩაერთო, თუმცა ჩართვა ვიდეოგამოსახულებით არ განხორციელდა, მიხეილ სააკაშვილისა და სასამართლო სხდომაზე დამსწრეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.