ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია, კულტურის ყოფილი მინისტრისა და პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატ, თეა წულუკიანთან დაკავშირებით, დამაკნინებელი მიმართვით და მწვავე შეფასებებით, “ომისა და მშვიდობის” თემაზე, აფიქსირებს თავის პოზიციას კონკრეტული მინიშნებებით:
“რად გვინდა ომი! თეა მუწუკიანმა ომის გარეშეც შესძლო გაენადგურებინა გელათი და არა მხოლოდ. ის ზიანი, რაც მან საქართველოს კულტურულ ცენტრებს, მუზეუმებსა და საქმიანობას მიაყენა, მხოლოდ ქვეყნის მოსისხლე მტერი შესძლებდა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დოდონა კიზირია.