მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ბანერებს ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში ერთ-ერთ მათგანის ფოტოს აქვეყნებს და მწვავე შეფასებებს აკეთებს “ქართული ოცნების” მიმართ:
“ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს…
რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბ-ს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ!…
“ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე სალომე ზურაბიშვილი.