კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რა სირცხვილია! ამერიკის პრეზიდენტის საერთო მიღებაზე კობახიძეს მიწვევა...

“რა სირცხვილია! ამერიკის პრეზიდენტის საერთო მიღებაზე კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ საქართველოს პრემიერ მინისტრ, ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმების ფაქტს:

,,რა სირცხვილია! ამერიკის პრეზიდენტის საერთო მიღებაზე, სადაც გარდა რამდენიმე ამერიკის ღია მტრისა, ყველა ჩასული დელეგაციის ხელმძღვანელს პატიჟებენ, კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს.

რომ წარმოვიდგინოთ თუ რა არის ეს მიღება – მას როგორც წესი, ესწრება რამდენიმე ასეული ადამიანი. ეს არის ფურშეტი, რომლის დროსაც დელეგაციის ხელმძღვანელები რიგში დგანან, რათა ფოტო გადაიღონ პრეზიდენტთან.

ახლა როგორც ჩანს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ხელიც არ ჩამოერთმიათ და ფოტოც არ გადაეღოთ, რათა შემდეგ ეს ქოცებს არ გაესაღებინათ რაიმე სახის ოფიციალური ოფიციალური კონტაქტად. გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად მოყვანილია ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიების აკრძალვის გეგმა.

ის რომ კობახიძე ნიუ-იორკშია არ ნიშნავს რომ მას ამერიკის ვიზა არა აქვს გაუქმებული. ირანის და კუბის ლიდერებს არა აქვთ ამერიკის ვიზები, მაგრამ გაეროს შტაბ-ბინის სპეციალური ხელშეკრულების მიხედვით წელიწადში ერთხელ მათ ნიუ-იორკში გაეროს სესიაზე მაინც უშვებენ, თუმცა მათ ეკრძალებათ ნიუ-იორკის ცენტრალური ნაწილის გარეთ გასვლა, არადა იყო დრო როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა დამირეკა და მადლობა მითხრა ჩემს მიერ გაეროს გამოსვლაში კონკრეტული მომენტების გამო. ხოლო 2013 წლის ჩემს გამოსვლას უზარმაზარი ეფექტი ჰქონდა განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში და პოსტ-საბჭოთა სივრცეში. ეს გამოსვლა დღეს ისე აქტუალურია როგორც არასოდეს”, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...