“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ემიგრანტების არჩევნებში ხმის მიცემასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები გააკეთა.
მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ცნობილია, რომ ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა “ოცნებას” მხარს არ დაუჭერს, რის გამოც ხელოვნურ ბარიერებს ქმნის:
“ჩვენ გვყავს ხელისუფლება ივანიშვილისა და მისი მთავრობის სახით, რომელიც ებრძვის როგორც ქვეყნის შიგნით მოსახლეობას, ასევე იმ მილიონამდე ემიგრანტს, რომელიც შეფარებულია ევროკავშირსა და აშშ-ში. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ხალხი იზოლაციაში მოაქციოს, გაწყვიტოს, მოწყვიტოს საკუთარ სამშობლოს, ასევე ხელისუფლებამ იცის, რომ მათი დიდი ნაწილი, აბსოლუტური უმრავლესობა, არ მისცემს ხმას “ოცნებას”, რომლის გამოც ისინი გაიქცნენ ქვეყნიდან და მათმა პოლიტიკამ აიძულა წასულიყვნენ ქვეყნიდან ლუკმა-პურის საშოვნელად და შესაბამისად, ქმნის ყველანაირ დაბრკოლებას, რომ ემიგრანტებს შეეზღუდოთ ხმის უფლება, რომ რაც შეიძლება, მოწყვიტონ საარჩევნო პროცესებს.
ეს არის ჩვეულებრივი ზეწოლა ემიგრანტებზე და მათი ფუნდამენტური უფლების, ხმის მიცემის უფლების წინააღმდეგ გალაშქრება, რაც დანაშაულია ხელისუფლების მხრიდან”, – განაცხადა ჩიხლაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს