ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ გვყავს ხელისუფლება ივანიშვილისა და მისი მთავრობის სახით,...

“ჩვენ გვყავს ხელისუფლება ივანიშვილისა და მისი მთავრობის სახით, რომელიც ებრძვის როგორც ქვეყნის შიგნით მოსახლეობას, ასევე იმ მილიონამდე ემიგრანტს, რომელიც შეფარებულია ევროკავშირსა და აშშ-ში” – სერგო ჩიხლაძე

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ემიგრანტების არჩევნებში ხმის მიცემასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები გააკეთა.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ცნობილია, რომ ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა “ოცნებას” მხარს არ დაუჭერს, რის გამოც ხელოვნურ ბარიერებს ქმნის:

ჩვენ გვყავს ხელისუფლება ივანიშვილისა და მისი მთავრობის სახით, რომელიც ებრძვის როგორც ქვეყნის შიგნით მოსახლეობას, ასევე იმ მილიონამდე ემიგრანტს, რომელიც შეფარებულია ევროკავშირსა და აშშ-ში. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ხალხი იზოლაციაში მოაქციოს, გაწყვიტოს, მოწყვიტოს საკუთარ სამშობლოს, ასევე ხელისუფლებამ იცის, რომ მათი დიდი ნაწილი, აბსოლუტური უმრავლესობა, არ მისცემს ხმას “ოცნებას”, რომლის გამოც ისინი გაიქცნენ ქვეყნიდან და მათმა პოლიტიკამ აიძულა წასულიყვნენ ქვეყნიდან ლუკმა-პურის საშოვნელად და შესაბამისად, ქმნის ყველანაირ დაბრკოლებას, რომ ემიგრანტებს შეეზღუდოთ ხმის უფლება, რომ რაც შეიძლება, მოწყვიტონ საარჩევნო პროცესებს.

ეს არის ჩვეულებრივი ზეწოლა ემიგრანტებზე და მათი ფუნდამენტური უფლების, ხმის მიცემის უფლების წინააღმდეგ გალაშქრება, რაც დანაშაულია ხელისუფლების მხრიდან”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკოსების და მათი მოკავშირე ენჯეო კლასტერის ერთერთი დიდი მინუსი არის სტრატეგიული ხედვის...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის მძიმე შეფასებები ოპოზიციისა და ენჯეო სექტორის...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

“მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მის წინააღმდეგ გამოთქმულ...

“ჩვენს გუნდს საარჩევნოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს” – კახა კალაძე

„არჩევნებისთის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს. არასდროს ვწყვეტთ კომუნიკაციას ხალხთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...