პარასკევი, ივნისი 27, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"საქართველოში, ოპოზიციის ნაცვლად, არჩევნებს ატარებენ ამერიკის შეერთებული შტატების...

“საქართველოში, ოპოზიციის ნაცვლად, არჩევნებს ატარებენ ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევა მიუღებელია და რადიკალიზმი ქვეყანაში ყოველთვის განწირულია.

დედაქალაქის მერმა ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ის შეფასებები, რაც საქართველოსთან მიმართებაში კეთდება, სამწუხარო რეალობაა.

საქართველოში, ოპოზიციის ნაცვლად, არჩევნებს ატარებენ ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები. ეს არის რეალობა, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. კატეგორიულად მიუღებელია საქართველოში შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევა და ის კონკრეტული განცხადებები, რაც კეთდება.

საქართველოში ზოგიერთ პოლიტიკოსს აქვს წამოცდენები, იგივე სანქციებთან დაკავშირებით. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ეს პროცესები, განცხადებები, კიდევ უფრო გამძაფრდება. პირდაპირ დალაგებული აქვთ ყველაფერი – სად, როდის, ვინ უნდა გამოვიდეს, რა უნდა თქვას, რათა მაქსიმალურად დაეხმარონ ოპოზიციას, რომ როგორმე სახე შეინარჩუნონ, მოახერხონ და მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც სამწუხარო და ძალიან ცუდია, რადგან არავის უნდა ეძლეოდეს შესაძლებლობა, ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით, პარალელური დათვლის შედეგები გაყალბდა.

ეს რისთვის კეთდებოდა? იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა, დაძაბულობა მოეწყოთ. ეს პროცესები დღესაც გრძელდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რაც არ უნდა განცხადებები აკეთონ, აქ ჩამოვიდნენ და უშუალოდ ხალხთან დაიწყონ სიარული, რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება. რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. ბოროტება ყოველთვის დამარცხდება ამ ქვეყანაში და გაიმარჯვებს მშვიდობა, კეთილდღეობა და ქვეყნის განვითარება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”: “ლუკაშენკომაც კი იგრძნო საით უბერავს ქარი და უკვე ათავისუფლებს ოპოზიციის...

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველოში შემნილ რეალობასთან დაკავშირებით,...

“ყველაფერზე წამსვლელი სოციოპატი პაიკის პოვნა ადვილი არ არის. კობახიძე პრაქტიკულად უნიკალურია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი 6 წლის წინანდელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...