კვირა, თებერვალი 15, 2026
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს პენსიონერს წამალსა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება...

“დღეს პენსიონერს წამალსა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება უწევს, ეს უსამართლობა 2025 წლის 1 იანვრიდან დასრულდება” – სერგო ჩიხლაძე

ჩვენი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელიც განხორციელდება, ეს იქნება წამლების სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, ანუ სახელმწიფო გადაიხდის სრულად ექიმის მიერ დანიშნული წამლის საფასურს პენსიონერისთვის”, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ პენსიონერებზე უნდა იზრუნოს და მათ ღირსეული ცხოვრების პირობები უნდა შეუქმნას:

დღეს პენსიონერს, ასაკოვან ადამიანს, უწევს არჩევანის გაკეთება – წამალი იყიდოს თუ საკვები, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. უსამართლობაა ისიც, რომ ღარიბი საქართველოს ღარიბ მოქალაქეს 4-5ჯერ მეტის გადახდა უწევს საკუთარი ჯიბიდან წამლებზე, ვიდრე ევროკავშირის მდიდარი ქვეყნის მოქალაქეებს. ეს უსამართლობა უნდა დავასრულოთ.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელიც განხორციელდება, ეს იქნება წამლების სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, ანუ სახელმწიფო გადაიხდის სრულად ექიმის მიერ დანიშნული წამლის საფასურს პენსიონერისთვის, მათ აღარ მოუწევთ წამალში ფულის გადახდა, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს ექიმის მიერ გამოწერილ ნებისმიერ წამალს, ნებისმიერი პენსიონერისთვის, ამას აუცილებლად გავაკეთებთ 2025 წლის 1 იანვრიდან, ამისთვის სათანადო ბიუჯეტური სახსრები მოძიებულია და არსებობს და ეს არის სახელმწიფოს, ჩვენი ვალდებულება, რომ ვიზრუნოთ ასაკოვნებზე და ამ ღირსეულ ხალხზე, რომელთაც ღირსეული ცხოვრება უნდა ჰქონდეთ”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოსავალი არის სრულმასშტაბიანი პოლიტიკური ამნისტია და ახალი არჩევნები‼️” – ელისო კილაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე აკეთებს მინიშნებას "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი,...

“ასეთი უცნაური აზრი ხელისუფალთა თავებს არ სტუმრობს. განათლების ხარისხი, არა, კვახი…” – გია ნოდია

თსუ-სტუ-ს შერწმა-არშერწყმის საკითხთან დაკავშირებით შეფასება-განმარტებებს აკეთებს განათლების ყოფილი მინისტრი,...

“ამ ქალბატონის საცოდავობით სული მტკიოდა” – მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი ეკა კუპატაძეზე

საქართველოს პროკურატურამ, საგანგებო ბრიფინგზე, გიგა ავალიანის საქმეში მონაწილე არასრულწლოვანების...

“ფურთხის ღირსია მართლაც ეს სალაფავგადაგდებული, დადუმებულნი საბჭოთა (ქართველის სახელს, რომ იჩემებს ის) საზოგადოება” –...

განათლების სისტემაში დაგეგმილ რადიკალურ ცვლილებებს მძიმე შეფასებებით ეხმაურება საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა პირდაპირ ეხება რეექსპორტსაც” – ლაშა დარბაისელი

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც 6 წელზე მეტი...

“ჟურნალისტებთან უმორჩილესი თხოვნა მექნება – ასოციაციის ყველა წევრს გამოკითხოთ აზრი, ვინ რა იბჟუტურა იმ...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან მთავრობის თავმჯდომარის და განათლების მინისტრის შეხვედრის...

“ბოლო ფაქტმა, საერთოდ ბოლომდე წარმოაჩინა ივანიშვილის შიშები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკასვილი, საპატიმროში მომხდარ კონკრეტულ ფაქტთან...

“ფურთხის ღირსია მართლაც ეს სალაფავგადაგდებული, დადუმებულნი საბჭოთა (ქართველის სახელს, რომ იჩემებს ის) საზოგადოება” –...

განათლების სისტემაში დაგეგმილ რადიკალურ ცვლილებებს მძიმე შეფასებებით ეხმაურება საქართველოს...

“არ გამოხატავს დღევანდელი ოპოზიცია ხალხის ნებას, ზემოდან კიდია – ფეხები არ აქვს” – თამარ...

პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ...