spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ქალბატონის საცოდავობით სული მტკიოდა" - მალხაზ (ვახა)...

“ამ ქალბატონის საცოდავობით სული მტკიოდა” – მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი ეკა კუპატაძეზე

საქართველოს პროკურატურამ, საგანგებო ბრიფინგზე, გიგა ავალიანის საქმეში მონაწილე არასრულწლოვანების მიერ არაერთი ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი ფაქტები გაასაჯაროვა და მათ ბრალი დაუმძიმა. შვილმოკლული დედის, ეკა კუპატაძის მიმართ თანაგრძნობას და მხარდაჭერას გამოხატავს შვილმოკლული მამა, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი და მისი შვილის, თემირლანის, ასევე სხვა მოკლულ ახალგაზრდებთან დაკავშირებითაც სამართალის აღსრულებას მოითხოვს:

ამ ქალბატონის საცოდავობით სული მტკიოდა.

დარწმუნებული ვარ დღეს ამ ქალბატონის სული რამდენადმე დამშვიდება, მაგრამ შვილს ვერ დაიბრუნებს, ის ტკივილი კი სამუდამოდ გაყვება.

რომ წავიკითხე მისი კომენტარი, სადაც პროკურტურას მადლობას უხდის იმისთვის, რომ გამოიძია მისი შვილის მკვლელობის საქმე, ალბათ ხელისუფლებას უხდიდა მადლობას, პროკურატურა ხომ ამ მახინჯი სისტემის განუყრელი ნაწილია.

ასე თუ ისე ხომ გამოიძიეს რა მნიშნელობა აქვს.

აქვე ამ საქმის ირგვლივ დამხვდა რამოდენიმე კომენტარი, სხვა საქმის შესახებაც. ერთ ერთი არის, სადაც საუბრობენ თემირლანის საქმეზე… პატიოსანი და სამართლიანი საზოგადოების ნაწილს ყველაფერი ახსოვთ, ბევრმაც მიმართა ამ პატიოსან პროკურატურას რატომ არაა თემირლანის საქმის გამოძიებულიო.

ხოდა მეც გადავწყვიტე მეთქვა ამ საქმესთან დაკავშირებით რამოდენიმე სიტყვა.

თემირლანი ქუჩაში, ქუჩის ღლაპებს არ მოუკლავთ, თემირლანი იმ პროკურატურამ მოკლა ვისზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ.

თემირლანი სასამართლო სისტემამ მოკლა, თემირლანი სახელმწიფომ ხელისუფლებამ მოკლა და არა მარტო თემირლანი, თამარ ბაჩალიაშვილიც, ნიკო კვარაცხელიაც ამიტომაც მეგობრებო, ამ რამოდენიმე მკვლელობას და სასტიკ დანაშაულს ვერ გამოიძიებენ – ერთს ხელყუმბარა ჩაუდგეს გამთენიისას ლოგინში, მეორეს კი ავტომობილი ჩაუდეს ტყეში, ასევე იმ მაგარი ბიჭის კვარაცხელიას ამბავი…

ასეა ეს, იბრძოლე რამდენიც გინდა.

მიხარია ქალბატონო, თქვენმა ბრძოლამ შედეგი რომ დადო, გამძლეობას გისურვებთ“, – წერს მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა საზოგადოებრივ ნორმად ვერ იქცევა” – ნინო წილოსანი

სასამართლოში შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ დეპუტატ...

“მე მაგარი გადარჩენილი ვარ. წილოსანმა ჯერ კიდევ მაშინ დამბლოკა, როცა ეს კანონები არ არსებობდა”...

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატი შოთა თუთბერიძე 4000 ლარით დააჯარიმა...

“ეს იწვევს ქვეყნის რეპუტაციის უკიდურეს შელახვას, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა დიქტატურას ეკისრება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსული ტანკერების ქართველი ეკიპაჟების...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“რაში სჭირდება მმართველ პარტიას ამდენი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი?” – გოჩა მირცხულავას განმარტება-ვარაუდები

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, ამ ბოლო პერიოდში გახშირებულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით,...

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...