spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საოცარი ადამიანი იყო, უბოროტო, ძალიან ლამაზი" - ლელა...

“საოცარი ადამიანი იყო, უბოროტო, ძალიან ლამაზი” – ლელა წურწუმია კესარია აბრამიძეზე

მომღერალი და ტელეწამყვანი, ლელა წურწუმია, თავის საავტორო გადაცემაში ,,მხოლოდ ლელასთან”, საუბრობს კესარია აბრამიძეზე და ემოციურ მოგონებებს იხსენებს მასთან დაკავშირებით:

,,როდესაც ქვეყანაში არის ზიზღი და ძალადობა, იწყება განუკითხაობა. თან, მით უმეტეს, თუ ამ ძალადობას ახალისებს მთავრობა, სახელმწიფო თავის დაუსჯელობის სინდრომით, უმოქმედობით და სწორედ ამ დროს იბადება მკვლელი.

შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ სტატისტიკაზე, მოტივებზე, ვეძებთ მიზეზებს. სტატისტიკა რა არის? მხოლოდ ციფრები, მოტივები კი განმარტება – რა მოხდა? როგორ მოხდა? თითქოს რაღაც გამართლებას ვეძებთ ამ ყველაფერში. მაგრამ ეს ყველაფერი აზრს კარგავს მაშინ, როდესაც შენს წინ შენი შვილი, და, ძმა, ახლობელი, უბრალოდ ადამიანი წევს მოკლული.

თუ 1% მაინც არსებობს იმისა, რომ ჩვენ შეგვეძლო ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ეს არ გავაკეთეთ ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვართ.

მე ამას გულწრფელად ვამბობ, იმიტომ, რომ მე მაქვს განცდა, რომ ერთხელ მე ის ნამდვილად გადავარჩინე სიკვდილს. გადავარჩინე ის ამ აგრესიას.

დაახლოებით აპრილის თვეში ხდებოდა ეს ყველაფერი – არ გვქონდა ძალიან ხშირი ურთიერთობა, მაგრამ ძალიან ახლობელი იყო ეს ადამიანი ჩემთვის და როდესაც რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდა ან ვერ იღებდა, მაშინ მირეკავდა და მეკითხებოდა – “ლელა როგორ გავაკეთო ეს ყველაფერი?

სწორედ მაშინ მითხრა, რომ მე ვარ ძალადობის მსხვერპლი. ძალიან განვრისხდი და ყველანაირად ვეცადე, რომ მისთვის მომეშორებინა ეს ადამიანი და წასულიყო პოლიციაში. გულწრფელად, მე ვუთხარი მას, მე ახლა დავრეკავ პოლიციაში. შემეხვეწა, შემევედრა, რომ პოლიციაში არ დარეკოო. შემდეგ დავარწმუნე, რომ ეს ადამიანი უნდა მოეშორებინა მას და სხვათა შორის მოიშორა.

მერე სამწუხაროდ, ამ ბოლო პერიოდში მას ისევ შერიგებია და ამას მიმალავდა. როდესაც მისმა მეგობარმა ჰკითხა, “რატომ არ ეუბნები ლელას, რომ შეურიგდიო ამ ადამიანსო?მერიდება მისიო – ასე უთქვამს და აუცილებლად გამლანძღავს ამის გამოო.

ახლა საშინელი სინანულის და დანაშაულის გრძნობა მაქვს, იქნებ რაღაცნაირად გამეგო, ხმა მიმეწვდინა მისთვის, რომ უბრალოდ არ გაკარებოდა ამ ადამიანს, მაგრამ…

ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს, მაგრამ მე როგორც ვიცი საუბრებისგან, მან მოტყუებით, ძალიან დიდი მოტყუებით შეაღწია მასთან ბინაში და მოხდა ის, რაც მოხდა…

იცით, როგორ მტკივა გული?! როგორ მწყდება გული, იმიტომ რომ ყოველ წუთას მესმის მისი ,,ლელი, ლელი“. იმიტომ, რომ საოცარი ადამიანი იყო, უბოროტო, ძალიან ლამაზი. ის გზა, რაც მან გაიარა, მიუხედავად თავისი სილამაზისა, მართლა გეუბნებით ეს იყო გმირობის ტოლფასი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ლანძღვის, ბევრი ბულინგის მსხვერპლი იყო, თუმცა კესოს გზა ყველას ეგონა, რომ ძალიან ლამაზი იყო, თითქოს ყველას მიღებული ჰყავდა კესო ისეთი როგორიც იყო, მაგრამ მე მგონია, რომ ეს ყველაფერი იყო ფარსი.

რეალობა იყო ის, რაც მოხდა სწორედ ამ რამდენიმე დღის წინ.

,,თქვენ თუ ფრთები არ გაქვთ, მე მაცალეთ ფრენა” – ეს ფრაზა მას ტყუილად არ უთქვამს. ალბათ რაღაცას გრძნობდა იმიტომ, რომ მას აქ ფრთები შეაჭრეს და იმედია, რომ ის იქ მოახერხებს ფრენას. მშვიდობით, ჩემო ლამაზო კესო“, – განაცხადა ლელა წურწუმიამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში შემდგარ არჩევნებს ეხმიანება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...