ორშაბათი, ივლისი 28, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "ოცნებამ" მოიტანა გაჭირვება, კორუფცია, კრიმინალი, ნარკომანია,...

გიორგი ვაშაძე: “ოცნებამ” მოიტანა გაჭირვება, კორუფცია, კრიმინალი, ნარკომანია, რუსეთი, ჩვენ მოგვაქვს ევროპა, კეთილდღეობა, ინვესტიციები და რაც მთავარია, ძლიერი ქართული ოჯახი – ეს არის სხვაობა ჩვენსა და მათ შორის

ქართული ოცნება” მარცხდება და ვიმარჯვებთ ჩვენ, იმარჯვებთ თქვენ, 26 ოქტომბერს “ოცნების” დამარცხების დრო მოვიდა იმიტომ, რომ მათ მოაქვთ ბოროტება, დაპირისპირება, ყველაფერი ის, რაც ღირსებასთან შეუთავსებელია”, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ყვარელში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, “ოცნება” ხალხს ყოფს და აპირისპირებს, ხოლო “ერთიანობას” მოაქვს კეთილდღეობა, დასაქმება და განვითარება აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად:

ქართული ოცნება” მარცხდება და ვიმარჯვებთ ჩვენ, იმარჯვებთ თქვენ, 26 ოქტომბერს “ოცნების” დამარცხების დრო მოვიდა, იმიტომ, რომ მათ მოაქვთ ბოროტება, დაპირისპირება, ყველაფერი ის, რაც ღირსებასთან შეუთავსებელია.

ქართველი ხალხი არასდროს ბოდიშს არ მოიხდის მტრის წინაშე და ამას ჩვენ 26 ოქტომბერს ვაჩვენებთ ყველას, მთელ მსოფლიოს. ოცნება შერიგებაზე საუბრობს, არადა მთელი მათი მმართველობა დაპირისპირებაზეა აგებული, ვინ შეარიგეს? დააპირისპირეს ხალხი, გადაკიდეს ერთმანეთს, მტრის ხატის ძიება, მუდმივად გადაბრალება სხვაზე.

მივმართავ ივანიშვილს – ეს არის შერიგება, რაც ახლა საქართველოშია? ეს გახლეჩვაა, აი, შერიგება და ერთიანობა მოგვაქვს ჩვენ, დიახ, ეროვნული თანხმობა, საქმის კეთება, განვითარება, ეს სჭირდება დღეს საქართველოს, მობეზრდა ქართველ ხალხს მუდმივი ლანძღვა, რომ თურმე ყველაფერი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალია, ყველაფერი მიშა სააკაშვილის ბრალია.

12 წელია ხართ ხელისუფლებაში, ხალხო, თქვენ თავს დაუსვით კითხვა, რა მოიტანეთ საქართველოში, მოიტანეთ – მეტი გაჭირვება, კორუფცია, კრიმინალი, ნარკომანია და მოიტანეთ რუსეთი, მეტი რა მოიტანა “ქართულმა ოცნებამ”? ჩვენ მოგვაქვს ევროპა, კეთილდღეობა, განვითარება, ერთიანობა, ევროპული და ამერიკული ინვესტიციები და რაც მთავარია, ძლიერი ქართული ოჯახი – ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის.

მათ უნდათ, რომ ის უვიზო მიმოსვლა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან, ესეც კი შეგვიწყვიტონ. ჩვენ გვინდა, რომ უვიზო მიმოსვლა დავიწყოთ აშშ-სთან, მათ უნდათ, რომ აშშ მტრად გამოაცხადონ, ჩვენ გვინდა, რომ 14 მლრდ მოვიტანოთ, მათ უნდათ, რომ იყვნენ კარგად, ბიუჯეტის ფული შეხრან და ხალხი იყოს უკიდურეს გაჭირვებაში, ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის და როგორ შეიძლება “ოცნებამ” გაიმარჯვოს ამ არჩევნებზე? პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც გააქცია მილიონი ადამიანი ქვეყნიდან. შობადობა 20 000 კაცით შემცირდა ქვეყანაში, ისედაც 60 000 ბავშვი იბადებოდა და კიდევ შემცირდა, როგორ შეიძლება ქვეყანა განვითარდეს, სადაც დემოგრაფიული კატასტროფაა?

გამოდიან და ამბობენ ხალხი დავასაქმეთო, სირცხვილი არ არის? სად არის სამუშაო ადგილი საქართველოში 300 და 200 ლარს რომ ადამიანებს უხდიან, ამას სამუშაოს ეძახიან ესენი, არა მეგობრებო, ჩვენ შემოვიტანთ საქართველოში 14 მილიარდს და მინიმალური ხელფასი იქნება 1500 ლარი, ხოლო საშუალო ხელფასი 3500 ლარი, ამის პირობას გაძლევთ ჩვენ. 26 ოქტომბერი არის მართლაც რეფერენდუმი, ერთ მხარეს არის სიღატაკე იზოლაციაში, მეორე მხარეს არის კეთილდღეობა ევროკავშირში, ძალიან მკაფიოა არჩევანი, მერწმუნეთ ბევრი, ვინც ხმამაღლა არ ამბობს, მივა საარჩევნო ურნასთან და გააკეთებს პოზიტიურ არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ.

ჩვენ წავალთ წინ და ისინი დარჩებიან იმ ჭაობში, რომელსაც ამდენი ხანი იშენებდნენ, ჩვენს გვერდითაა მთელი მსოფლიო, ამას მოწმობს სანქციები, ჩვენს მხარესაა სიკეთე, წინ დიდი გამარჯვებისკენ, ოცნება მარცხდება, მთავარია დავიჯეროთ, სიმართლე იმარჯვებს!”, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

“რაღაც სიმართლეები უნდა ითქვას ახლავე” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობის...

“ჩვენს გუნდს საარჩევნოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს” – კახა კალაძე

„არჩევნებისთის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს. არასდროს ვწყვეტთ კომუნიკაციას ხალხთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ეგ კაცი წერილებს მაშინ აქვეყნებს და აქვეყნებინებს, როცა ძალიან ცუდადაა” – ვახო სანაია ბიძინა...

ჟურნალისტ ვახო სანაიას კონკრეტული ვარაუდები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე,...

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...