სამშაბათი, ივლისი 29, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სააკაშვილმა უსწრაფესად აგვაშენებინა იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ლოპოტა, ილიას...

“სააკაშვილმა უსწრაფესად აგვაშენებინა იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ლოპოტა, ილიას ტბა – ეს არის ხედვა და სამშობლოს სიყვარული” – გიორგი ვაშაძე

პირველად რომ ვთქვით, რომ ტურისტული ცენტრი იქნებოდა, ხალხმა სიცილი დაიწყო, რა უნდა ლოპოტაზე ტურისტულ სივრცესო, აბა ჩავიდეთ ახლა, ლოპოტა რა არის? ეს არის ხედვა და სამშობლოს სიყვარული,” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ყვარელში გამართულ ღონისძიებაზე სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

ვაშაძის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს კახეთში ხალხისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა, ხოლო “ოცნება” მხოლოდ სასახლეების მშენებლობითაა დაკავებული:

სააკაშვილის ამბავი ვახსენეთ და ახლა სადაც ვდგავართ, ყვარლის ტბა, იუსტიციის სასწავლო ცენტრი უსწრაფესად აგვაშენებინა, ლოპოტაა აქედან რამდენიმე კილომეტრში და პირველად რომ ვთქვით, რომ ტურისტული ცენტრი იქნებოდა, ხალხმა სიცილი დაიწყო, რა უნდა ლოპოტაზე ტურისტულ სივრცესო, აბა ჩავიდეთ ახლა, ლოპოტა რა არის? ეს არის ხედვა და სამშობლოს სიყვარული, მაგრამ მათ უნდათ, რომ მარტო მთა გადაჭრა, თავისთვის სასახლე აიშენონ და ღარიბმა ადამიანებმა მათ მდიდრულ სასახლეებს უყურონ, ამას კი ჩვენ არ შევეგუებით არც ერთ შემთხვევაში.

ამიტომაც იმ 14 მილიარდში, რომელიც მოგვაქვს, გათვალისწინებულია 120 მილიონი მარტო მევენახეობისთვის, იგივე სოფლის მეურნეობის სუბსიდირებაზე მინიმუმ მილიონი ევრო მოდის, მარტო ვაზზე ხომ არ არის? კახეთში მეხორბლეობაცაა განვითარებული, როგორ შეიძლება ხორბლის მოსავალი ულპებოდეს ადამიანს, როცა პურის დეფიციტია მსოფლიოში, მაგრამ მათ აქვთ მონოპოლიები, მათ ყველაფერი, ხალხს არაფერი, სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი მოვითმინოთ?

აუცილებლად დიდი გამარჯვება იქნება 26 ოქტომბერს, კახეთში გვყავს ძალიან მაგარი გუნდი, ბოტკოველი, ბეჟაშვილი, ცისკარიშვილი. თქვენ ყველა, ვინც აქ ხართ, თქვენ ხართ საქართველოს ნამუსი და სინდისი, თქვენ რომ არ იყოთ საქართველო ფეხზე არ იქნებოდა, თქვენ რომ არ იყოთ, ახლა აქ იქნებოდა რუსეთი, თქვენ რომ არ იბრძოდეთ, საქართველო ევრაზიულ კავშირში იქნებოდა გაწევრიანებული”, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რანაირად აპირებთ ვინმესთვის რამის გამოგლეჯას?” – ნინო ჯანგირაშვილი

არჩევნებში მონაწილე პარტიებს კონკრეტულ ფაქტებზე აპელირებით, შეკითხვებით, განმარტებებით და...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

“დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ” –...

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...

“ეგ კაცი წერილებს მაშინ აქვეყნებს და აქვეყნებინებს, როცა ძალიან ცუდადაა” – ვახო სანაია ბიძინა...

ჟურნალისტ ვახო სანაიას კონკრეტული ვარაუდები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე,...