ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილი არის ყოველმხრივ კორუმპირებული, დანაშაულებრივი ბიოგრაფიის და მოღვაწეობის...

“ივანიშვილი არის ყოველმხრივ კორუმპირებული, დანაშაულებრივი ბიოგრაფიის და მოღვაწეობის მქონე ადამიანი და ამიტომაც მისი სანქცირება არის ბუნებრივი” – ირაკლი ფავლენიშვილი

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს ,,ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით:

  • აშშ-მ საქართველოს კიდევ 64 მოქალაქე დაასანქცირა, მათ შორის, ფინანსური სანქციებიცაა და მწვავე განცხადებებიც გავრცელდა, საუბრებია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზეც, მწვავე განცხადებებია ევროკავშირის მხრიდანაც. როგორ შეაფასებდით ყოველივე აღნიშნულს და თქვენი აზრით რა მიზანს ემსახურება ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები?

– ამერიკისა და ზოგადად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დაწყებული არის თანმიმდევრული პროცესი, კორუმპირებული, დანაშაულებრივი რეჟიმის სანქცირების, რაც, ერთი მხრივ ჩვენთვის, ქართველებისთვის არ გახლავთ გასახარი, რადგან ნამდვილად არ არის სასურველი, რომ გვყავდეს სანქცირებული, იზოლირებული ხელისუფლება. იმედს გვაძლევს ის, რომ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვართ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს.

ასეთი რეჟიმის პირობებში ცხოვრება ნიშნავს სრულ იზოლაციას, სიღარიბეს და დასავლური, არა მხოლოდ შენი ქვეყნის საბანკო სისტემიდან ჩახსნას, არამედ ზოგადად ცივილიზაციისგან შენი ქვეყნის ჩახსნას, რაც ყველაზე მძიმე არის ქართული სახელმწიფოსთვის და ისტორიულადაც ასე იყო, რომ ყველაზე მძიმე პერიოდი გვედგა მაშინ, როდესაც იზოლირებულები, ცივილიზაციას მოწყვეტილები და დანაწევრებულები ვიყავით, იგივეს უქადის ივანიშვილი.

რატომ ხდება სანქცირება?! იმიტომ, რომ ეს ადამიანი ერთის მხრივ არის ჩართული ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაში და მეორე არის ისეთ სქემებში მონაწილეობის მიღება ეკონომიკურ თუ სანქციების არიდების სქემებში, რომლებიც დაკავშირებულები არიან კორუფციასთან ზოგადად და კორიფციული დანაშაულებრივი საქმიანობა და დიდძალი თანხის მობილიზება, რაც ჩვენ ვნახეთ ,,ქართული ოცნების” კავშირში ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, ჰელსინკის კომისიის დასკვნაში, ვნახეთ ასევე სხვა ფაქტები.

ივანიშვილი არის ყოველმხრივ კორუმპირებული, დანაშაულებრივი ბიოგრაფიის და მოღვაწეობის მქონე ადამიანი და ამიტომაც მისი სანქცირება არის ბუნებრივი და ამ სანქცირებული, კეთროვან პოლიტიკური კლანისგან უნდა გავთავისუფლდეთ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”: “ლუკაშენკომაც კი იგრძნო საით უბერავს ქარი და უკვე ათავისუფლებს ოპოზიციის...

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველოში შემნილ რეალობასთან დაკავშირებით,...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“საქართველოს და ქართველ ერს დაუდგა მის ისტორიაში ერთერთი ყველაზე რთული მომენტი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის ცვლილებების აუცილებლობაზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...