ორშაბათი, ივლისი 28, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთმანეთს ეჯიბრებით ოპოზიცია? ბიძინას დამარცხება გინდათ თუ მიშასი?"...

“ერთმანეთს ეჯიბრებით ოპოზიცია? ბიძინას დამარცხება გინდათ თუ მიშასი?” – ბაჩანა შენგელია

იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი ბაჩანა შენგელია გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის შეხვედრებს ეხმიანება, რა დროსაც მათი პარტიების ერთ გაერთიანებად, ერთ საარჩევნო სუბიექტად ჩამოყალიბების საკითხები განიხილებოდს:

რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს გაერთიანებამ, რომელზეც დარწმუნებული ვარ დიდი მორალური დილემა აქვს ლელოს წევრების უმეტესობას (ნუ, იმედი მაქვს უმეტესობას). ან რა აბსურდული არგუმენტაციაა, ესენი მერე თითქოს გადაასწრებენ ნაცმოძრაობასო. ჯერ ერთი ვერ გადაასწრებენ და მერე მეორე, რომ გადაასწრონ ამით რა ხდება? გარანტირებულად ვცვლით ხელისუფლებას? ანუ თუ მიზანი მხოლოდ ნაცმოძრაობის გადასწრებაა, ამდენ ,,პარტიაგაერთიანებაშეკოკიწებული” ერთობით, ამომრჩეველს ამით რა ხეირი აქვს? ერთმანეთს ეჯიბრებით ოპოზიცია? ბიძინას დამარცხება გინდათ თუ მიშასი?

გაერთიანება თუ არ არის იდელოგიური, ან ღირებულებითი, როგორ შეიძლება ამან სინერგია მოიტანოს? ერთის მიერ თაღლითად წოდებული, ანაკლიის დამანგრევლად და თვალთხარიად წოდებულ მეორეს თუ შეუერთდა, გარეთ ყველა იჯერებს, რომ ერთობა რეალურია? ნაცმოძრაობისთვის გადასწრების მიზანი ამართლებს ამ საშუალებას?

ჩემი აზრით თუ ვინმეს არ უნდა აწყობდეს ეს ერთობა, არის ლელო, რადგან მგონია ბევრ ხმას დაკარგავს და რამდენიმე გამსვლელ ადგილსაც აუცილებლად, ვგულშემატკივრობ და ეს ფაქტი მაწუხებს. მაწუხებს, რადგან ბევრი კარგი ადამიანია იქ, ოღონდ თუ დადებითად გადაწყვიტეს გაერთიანების საკითხი და მორალური დილემა გადალახეს, ეს განწყობა ცხადია შემეცვლება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბაჩანა შენგელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რანაირად აპირებთ ვინმესთვის რამის გამოგლეჯას?” – ნინო ჯანგირაშვილი

არჩევნებში მონაწილე პარტიებს კონკრეტულ ფაქტებზე აპელირებით, შეკითხვებით, განმარტებებით და...

“უბედურება ისაა, ბევრი რომ ვერ მიმხვდარა, სად უნდა ურტყა ამ რუსულ რეჟიმს” – რომან...

დინამო არენაზე მომხდარ ფაქტს, რა დროსაც მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა...

“დღეს, ჩვენ ქვეყანას ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს იცავს” – კახა...

„ჩვენ რომ მაშინ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა, სანქციებს მივერთებოდით,...

ქობულეთმა “ზაფხულის ფესტივალს” უმასპინძლა

ბათუმის შემდეგ ყველაზე ფერად ფესტივალს ქობულეთმა უმასპინძლა. „ზაფხულის ფესტივალს“...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

გაზაფხულის პირველი მახარობელი – ნიბლია ანუ სკვინჩა (fringilla)

კრწანისის ტყეპარკში 88 სახეობის ფრინველი წელიწადის სხვადასხვა დროს გვხვდება....