პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქართული ბიზნესი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ვართ საფრთხის წინაშე,...

ქართული ბიზნესი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ვართ საფრთხის წინაშე, რომ ათობით ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგოს – გიორგი ვაშაძე

ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ბიზნესის სფეროში შექმნილ სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კონკრეტული შეკითვით მიმართავს პრემინისტრს, თუ რას აპირებს მთავრობა:

ქართული ბიზნესი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ვართ საფრთხის წინაშე, რომ ათობით ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგოს, განსაკუთრებით ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორში.

ჯერ კიდევ იანვარში, სანამ კორონავირუსი გავრცელდებოდა საქართველოში იყო ძალიან სერიოზული კრიზისი განსაკუთრებით სასტუმროებში და ტურისტული მომსახურეობის სექტორში. Booking.com-მა მაგალითად, იანვარში ჩაატარა საქართველოში შეხვედრა და აღნიშნა, რომ 35%-ით დაეცა სასტუმროების შეკვეთა თბილისსა და მთლიანად ქვეყანაში მხოლოდ იანვრის თვეში, ამას უკვე დაემატა კორონავირუსი და მისგან გამოწვეული დიდი კრიზისი, რომელიც მთელს მსოფლიოშია, მაგრამ საქართველოს ეკონომიკას, რომელიც ფაქტობრივად მხოლოდ ტურიზმზე დგას აქვს ძალიან დიდი კრიზისი დღეს. ეს არის სასტუმრო სექტორი, მომსახურების სექტორი, სადისტრიბუციო ქსელები და სხვადასხვა ტიპის ბიზნესები, რომლებიც დაკავშირებულია ტურიზმთან.

შესაბამისად, მე მაქვს მხოლოდ ერთი კითხვა, ბატონ გახარიასთან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, რას აპირებთ? აქ სირაქლემის პოზიციაში ყოფნა არასწორია და ქართული ბიზნესის მიტოვება, რომელიც ისედაც უმძიმეს ვითარებაშია, არის დანაშაული, რადგან ქვეყანაში მთავარი პრობლემა გვაქვს სამუშაო ადგილები, მაგრამ ჩვენ თუ იმ სამუშაო ადგილებსაც დავკარგავთ, კერძო სექტორში, რომელიც გვაქვს, საშინელ მდგომარეობაში ჩავარდება მთლიანად ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გესმის, ალბათ, რომ შექსპირის ყოფნა-არყოფნის ვერსიაში ხარ” – ლელა ჯეჯელავა კახა კალაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა თბილისის მერ კახა კალაძესთან დაკავშირებით ირონიულ...

“ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკოსების და მათი მოკავშირე ენჯეო კლასტერის ერთერთი დიდი მინუსი არის სტრატეგიული ხედვის...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის მძიმე შეფასებები ოპოზიციისა და ენჯეო სექტორის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...