კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს სკანდინავიელი მეგობრები დარწმუნებული არიან, რომ ქართველი ხალხი...

“საქართველოს სკანდინავიელი მეგობრები დარწმუნებული არიან, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ხმას მისცემს დემოკრატიას, მილიარდობით ევროს ინვესტიციას და დაჩქარებული წესით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას” – სერგო ჩიხლაძე

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, დანიური მხარის მიწვევით დანიაში, კოპენჰაგენში სოციალური-ლიბერალური პარტიის კონგრესზე იმყოფება. დანიურ პარტიებთან ერთად, კონგრესს ესწრებოდნენ ალდეში შემავალი შვედეთის და ნორვეგიის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

კონგრესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ სპეციალური სესია იქნა ორგანიზებული, სადაც სერგო ჩიხლაძე წარსდგა ვრცელი მოხსენებით საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან და 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩიხლაძემ საუბრისას აქცენტი მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციური ძალების წინასაარჩევნო კამპანიაზე, რუსული კანონის იმპლემენტაციასა და მოსალოდნენ ნეგატიურ შედეგებზე გააკეთა.

ოპოზიციონერმა ლიდერმა მოხსენების დროს ყურადღება გაამახვილა “ქართული ოცნების” განცხადებებზე პარტიების აკრძალვის და გასამართლების შესახებ, პოლიტიკურ დევნაზე და ძალადობრივ ქმედებებზე, რასაც “ქართული ოცნება” ახორციელებს კრიტიკულად განწყობილი ადამიანების თუ ორგანიზაციების მიმართ.

სესიაზე, სკანდინავიური პარტიების წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში გაიმარჯვებენ დემოკრატიული ძალები და საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზას. მათი თქმით, “ქართული ოცნების” ანტიდასავლური, ანტი-ევროპული და ანტი-დემოკრატიული ქმედებები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ ღირებულებებთან და ბლოკავს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, აღარიბებს ქვეყანას და აქცევს მას იზოლაციაში.

ჩვენი მეგობრები დანიიდან, შვედეთიდან და ნორვეგიიდან ერთხმად გვეუბნებიან, რომ ივანიშვილის და მისი პარტიის იზოლაციონისტურმა და ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა, ივანიშვილის მიერ დიქტატურის დაანონსებამ, რუსული კანონის ამოქმედებამ გააჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ქვეყნის იზოლაციით, კორუფციით, დიქტატურით, რუსული კანონით, დაპატიმრებული პრეზიდენტით, ახალგაზრდების დევნით ჩვენთვის დიდი ხნით დაიხურება ევროკავშირის კარი.

ამავე დროს, საქართველოს მეგობრები სკანდინავიაში დარწმუნებულები არიან, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გააკეთებს ისტორიულ არჩევანს და ხმას მისცემს დემოკრატიას და არა დიქტატურას, მილიარდობით ევროს ინვესტიციის მოზიდვას და არა სიღატაკეს, დაჩქარებული წესით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და არა იზოლაციას.

26 ოქტომბერს, ასევე ველოდებით საკმაოდ ბევრ დამკვირვებელს და მოხალისეს ამ ქვეყნებიდან“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...