შაბათი, მაისი 4, 2024

ქართულ ვაზს და საქართველოს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა და დავაკავშიროთ ტურისტი ღვინოსთან, ღვინო -ექსპორტთან – გიორგი ვაშაძე

სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა. გიორგი ვაშაძემ მოინახულა რამდენიმე მარანი, ადგილზე გაეცნო ღვინის წარმოების ადგილობრივ უძველეს ტექნოლოგიებს და მოისმინა მეღვინეების პრობლემები.

ქართულ ვაზს და საქართველოს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა, ამიტომ კომპლექსურად უნდა მივუდგეთ ამ ყველაფერს. დავაკავშიროთ ტურისტი ღვინოსთან, ღვინო-ექსპორტთან.

ვაზისწარმოება და ის ტრადიციები აღვადგინოთ, რომელიც მთელს მსოფლიოს აინტერესებს, რადგან ყველა რაღაც უნიკალურს, განსხვავებულს ეძებს.

როგორც მთელს ამ რეგიონში და კერძოდ ბოლნისში არის გერმანული მარნების აღდგენის საოცარი შესაძლებლობა,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რეგიონალური ტურის ფარგლებში სტუმართმოყვარე ბოლნისის მკვიდრებმა სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდს გაუწიეს გიდობა და დაათვალიერებინეს გერმანელი კოლონისტების მიერ დაარსებული უძველესი დასახლება. აგრეთვე უძველესი ტრადიციებით დაყენებული ღვინის რამდენიმე სახეობა დააგემოვნებინეს, მათ შორის საფერავი, რქაწითელი და სხვადახვა წარმოების ღვინოები.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული