კვირა, ივლისი 27, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბევრი იბრალებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს, თუმცა ჩვეულებრივი...

“ბევრი იბრალებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს, თუმცა ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან” – კახა კალაძე

ბევრი იბრალებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს, თუმცა ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, ჩართულები არიან პოლიტიკაში თავისი განცხადებებით, ქმედებებით, მოწოდებებით“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების როლი სადამკვირვებლო პროცესში:

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბევრი იბრალებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს, თუმცა ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, ჩართულები არიან პოლიტიკაში თავისი განცხადებებით, ქმედებებით, მოწოდებებით და ასე შემდეგ.

შესაბამისად, ვერანაირი ბენეფიტის მომტანი ვერ იქნება მათი ჩართულობა, იმიტომ, რომ ძირითადად ამ კონკრეტულ არასამთავრობოებს შეადგენენ იმ რადიკალური პოლიტიკური პარტიების, დაჯგუფებების წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილია. ის რას უნდა დააკვირდეს? პირიქით, ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან სიტუაციის გამწვავებას, ექნებათ დაპირისპირების და პროვოკაციების მოწყობის მცდელობა.

ეს ხომ ახალი არ არის ჩვენთვის? გამოვლილი და ნანახავი გვაქვს. აგერ, პარალელური დათვლების შედეგები გააყალბეს, რომელიც USAID-ის დაფინანსებით ხორციელდებოდა. რომ არ გვენახა ეს გაყალბებული მონაცემები, ამაზე არავინ არაფერს ამბობდა. პირიქით, გვეუბნებოდნენ, რომ არჩევნები გააყალბეთო, რათა ქვეყანაში დაპირისპირება და რევოლუცია მოეწყოთ. ეს საფრთხეები დღესაც არსებობს და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, აღნიშნული ორგანიზაციების განცხადებები მოახდენს თუ არა გავლენას საერთაშორისო შეფასებებზე, კალაძე პასუხობს:

მათ განცხადებებს ჩემთვის ჩალის ფასი აქვს. როგორ შეიძლება, კოლექტიური გიგაურ-ლომჯარიების განცხადებები იყოს ფასეული? ადამიანები იძახიან, არასამთავრობო სექტორი ვართო და მიტინგებს აწყობდნენ, პირდაპირ პოლიტიკური განცხადებებით გამოდიოდნენ, ხელისუფლება უნდა გადადგეს და ჩვენ უნდა ავიღოთ მმართველობაო. ეს ხომ წარმოუდგენელია“, – აცხადებს კახა კალაძე.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ირაკლი ცოტა კარგად აგვიხსენი თორემ გასკდა თავი ფიქრით” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი გუნდის ცალკეულ პოლიტიკურ შეფასებებს ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური...

“დღეს პოლიციელები ხალხისთვის არიან ყველაზე საძულველი ჯგუფი თუ დაჯგუფება” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციელებთან დაკავშირებით მძიმე შეფასებებს აკეთებს: "დღეს პოლიციელები...

“ძალაუფლების გარეშე უბრალოდ ნულია და არც არავის ეხსომება (“ეყვარება”) ხვალ-ზეგ!!” – თეა წულუკიანი

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე, მძიმე შეფასებებს...

ქობულეთმა “ზაფხულის ფესტივალს” უმასპინძლა

ბათუმის შემდეგ ყველაზე ფერად ფესტივალს ქობულეთმა უმასპინძლა. „ზაფხულის ფესტივალს“...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილი სააკაშვილს ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადასცა რუსეთს, ვერ პატიობს იმას,...

“ივანიშვილმა სასამართლო გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილად. მიხეილ სააკაშვილი არის...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...