სამშაბათი, ივლისი 29, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილს აქვს დიდი მხარდაჭერა და პატივისცემა საზოგადოების...

“ბიძინა ივანიშვილს აქვს დიდი მხარდაჭერა და პატივისცემა საზოგადოების მხრიდან… მას აქვს მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ ქვეყნაში არის მშვიდობა” – კახა კალაძე

ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში განსაკუთრებულია, ვინ სად ვიქნებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ყოველთვის საქართველოს ინტერესებს გავატარებთ“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა მედიის მიერ დასმულ კითხვას, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო პრემიერობაზე:

დღეს ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ჰყავს ირაკლი კობახიძის სახით. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ქართულ პოლიტიკაში მისი როლი განსაკუთრებულია. თანამდებობებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით. ზეწოლის მიუხედავად, იმ ქვეყნის ინტერესებს გავატარებთ, რომელსაც საქართველო ჰქვია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს, რადგან მისი წვლილი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაში, დიდია.

ბიძინა ივანიშვილია ადამიანი, ვის ირგვლივაც 2011 წელს სრულიად საქართველო გაერთიანდა, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს კი საქართველომ გაიმარჯვა. დავამარცხეთ ბოროტება, სისხლიანი რეჟიმი, რაც მძვინვარებდა ქვეყანაში და ხალხს უდიდეს პრობლემებს უქმნიდა. შესაბამისად, მას აქვს დიდი მხარდაჭერა და პატივისცემა საზოგადოების მხრიდან. მას აქვს მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ ქვეყნაში არის მშვიდობა. ეს პრაგმატული პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება. ყოველთვის გათვალისწინებული იქნება ქართველი ხალხის ინტერესი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ასეთი რეალობისთვის ხმა არ მიმიცია და არც ნდობა გამომიცხადებია!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში...

“ისევ აღშფოთებულია, მართმადიანი სალომე ზურაბიშვილი” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

“ვისაც მიგაჩნიათ, რომ 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა თქვენი “ღვაწლის” შედეგია და ახლა ივანიშვილის...

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას ზოგად-პერსონალური მინიშნებები: "ვისაც მიგაჩნიათ, რომ 2012 წელს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...

“ეგ კაცი წერილებს მაშინ აქვეყნებს და აქვეყნებინებს, როცა ძალიან ცუდადაა” – ვახო სანაია ბიძინა...

ჟურნალისტ ვახო სანაიას კონკრეტული ვარაუდები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე,...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...