spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"არც დამნაშავეები არიან გამოვლენილი, არც ვინმე დაუკავებიათ და...

“არც დამნაშავეები არიან გამოვლენილი, არც ვინმე დაუკავებიათ და მეტიც, “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა შერჩევითი ამნისტიის განხორციელება, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა, ამ დანაშაულის ჩამდენი პირებიც გათავისუფლდნენ” – გია ჯაფარიძე

ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა არათუ გამოიძიოს ჩემზე თავდასხმა, არამედ განახორციელოს შერჩევითი ამნისტია, რომლის საფუძველზეც შესაძლოა, ამ დანაშაულის ჩამდენი პირები გათავისუფლდნენ“, – “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გია ჯაფარიძემ და მისმა ადვოკატმა შსს-ს ადმინისტრაციულ შენობასთან ბრიფინგი გამართეს.

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მასზე ოთხი თვის წინ მომხდარი თავდასხმა ისევ გამოუძიებელია:

დაახლოებით ოთხი თვის წინ ჩემზე იყო თავდასხმა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას, საქართველოს პროკურატურის მიერ მე ცნობილი ვარ დაზარალებულად, მაგრამ ოთხი თვის განმავლობაში გამოძიება ვერაფერს მეუბნება ახალს.

ჩემს ადვოკატებს აქვთ კომუნიკაცია გამომძიებლებთან, მაგრამ არც დამნაშავეები არიან გამოვლენილი, არც ვინმე დაუკავებიათ და მეტიც, “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა შერჩევითი ამნისტიის განხორციელება, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა, ამ დანაშაულის ჩამდენი პირებიც გათავისუფლდნენ.

ამ ხნის განმავლობაში მე და ჩემი ადვოკატები ვითხოვდით იმ ჩანაწერებს, რომლებიც ამოღებული აქვს კრიმინალურ პოლიციას, ასევე ჩვენი კორპუსის ჩამწერი სისტემის მასალას, ჩემს პირად ნივთებს, რომლებიც, როგორც კრიმინალური პოლიციის გამომძიებლები ამბობენ, ჯერ კიდევ ექსპერტიზის ბიუროშია“, – აღნიშნა გია ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული