შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"ბიძინა ივანიშვილის მობრუნება პოლიტიკაში ნიშნავს არა საკუთარივე შექმნილი...

“ბიძინა ივანიშვილის მობრუნება პოლიტიკაში ნიშნავს არა საკუთარივე შექმნილი საფრთხისგან საზოგადოების დაცვას, არამედ საკუთარი თავის გადარჩენას” – ლექსო სარალიძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ლექსო სარალიძე სააგენტო ,,პარალელთან” პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ,,ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენასთან დაკავშირებით:

,,საოცნებო შემადგენლობა ნამდვილად ვერ გამოიყვანა ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის არჩევნებზე. თუმცა, გამოიყვანა ის, რაც ამ სახედაკარგული ,,ოცნებისგან” ჯერ კიდევ დარჩა.

ახალი არაფერი ყოფილა ოცეულში. ალბათ, ყველა მოველოდით რამოდენიმე სპორტსმენს. ეს მათი არჩევანია, რომელიც ნამდვილად გულდასაწყვეტია ჩვენთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ მათ ოლიმპიადაზე ვგულშემატკივრობდით. თუმცა, ახლა მათ აირჩიეს არა საქართველოს მომავლის გვერდით დგომა, არამედ მათ ზურგს უკან ამოფარებული ხელისუფლების, რომელსაც არანაირი რესურსი არ აქვს ხელისუფლებაში დარჩენის.

სწორედ ამის მაგალითია პოლიტიკიდან ორჯერ წასული და ორივეჯერ მობრუნებული ბიძინა ივანიშვილის 12 წლის შემდეგ პირველად სიაში გამოჩენა. მან ძალიან კარგად იცის, რომ მისი გუნდი ისეთ ცუდ ფორმაში როგორც დღესაა, არასდროს ყოფილა და ამიტომ ცდილობს ფსევდო პატრიოტული დაპირებებით საზოგადოების ყურადღების მიქცევას. მისი მობრუნება პოლიტიკაში ნიშნავს არა საკუთარივე შექმნილი საფრთხისგან საზოგადოების დაცვას, არამედ საკუთარი თავის გადარჩენას.

26 ოქტომბერს ვამარცხებთ ივანიშვილს და დავიწყებთ ახალი ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას”, – განაცხადა ლექსო სარალიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

“მარტო ბიძინისტანი დარჩა მშვიდობის და სუვერენიტეტის მომხრე” – გია ნოდია

განათლების ყოფილ მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...