კვირა, ივლისი 27, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრემიერ-მინისტრის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე ცინიკურია" -...

“პრემიერ-მინისტრის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე ცინიკურია” – ლევან ბეჟაშვილი

პრემიერის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე ცინიკურია, ეს 200 მილიონი გამოყენებული იქნება პროსამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მათი დაფინანსებისთვის, ასევე ამომრჩევლის მოსყიდვისთვის“, – ასე შეაფასა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარით დაფინანსების თაობაზე ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მწვავე შეფასებებით ეხმაურება:

პრემიერ-მინისტრის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე ცინიკურია, რადგან ცხადზე უცხადესია, რომ არასამთავრობოები ვერ შეინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, თუ ხელისუფლების ფინანსებზე იქნებიან დამოკიდებული. მათი მთავარი საქმიანობა სწორედ ობიექტურობას და დამოუკიდებლობას უკავშირდებოდა, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წვლილი არასამთავრობო სექტორის განვითარებაში.

გასაგებია, რომ ეს 200 მილიონი გამოყენებული იქნება პროსამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მათი დაფინანსებისთვის, ასევე ამომრჩევლის მოსყიდვისთვის. და, ბუნებრივია, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტორი იქნება, თუ რატომ არ შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი არჩევნების ხელშემწყობ ღონისძიებად, პირიქით: ეს იქნება არჩევნების გაყალბებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენს გუნდს საარჩევნოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს” – კახა კალაძე

„არჩევნებისთის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს. არასდროს ვწყვეტთ კომუნიკაციას ხალხთან...

“მეტი რაღა უნდა დაგამციროთ მოძალადეებმა რომ საბოლოოდ გაბრაზდეთ და ხელი მძლავრად შეუბრუნოთ?” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება რამდენიმე დღის წინ...

“ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში...

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: "⛪ ბოლო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...