კვირა, ივლისი 27, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ მალე დარეგულირდება მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი...

“ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ მალე დარეგულირდება მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი და ბაზარი მზარდ კალაპოტს დაუბრუნდება” – ლოჯისტიკური კომპანია “Cargo Polo”-ს წარმომადგენელი საავტომობილო ბაზრის მდგომარეობას აფასებს

ოთო ფურელიანი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს ავტომობილების ბაზარზე სადილერო ბიზნესში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით:

თუ დღევანდელ მონაცემებს შევადარებთ რეგიონში ავტომობილების გაყიდვის საშუალო მაჩვენებლებს, ბაზარზე აქტივობა შემცირებულია. გარკვეულ ეტაპზე მიწოდებამ გადააჭარბა მოთხოვნას, რასაც შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე ახსნა:

ერთ-ერთ მიზეზად დავასახელებდი უკრაინის ომის დაწყებასთან ერთად ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებლის მხრიდან გაზრდილ მოთხოვნას საქართველოს, როგორც გამტარი აქტორის, მიმართ. ამ პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე დილერებმა შეიძინეს დიდი რაოდენობის ავტომობილები. თუმცა, მანქანების ჩრდილოეთით რეექსპორტის მოთხოვნა მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და სტანდარტულ ნიშნულთან შედარებით შემცირდა კიდეც. ამასობაში, ქვეყანაში შემოსული ტვირთი გადაჭარბებული აღმოჩნდა და ბაზარი გადაიტვირთა.

გარდა ამისა, ხაზგასასმელია მეორე, კიდევ უფრო მნიშნელოვანი ასპექტი: სადილერო ეკოსისტემაში საგრძნობლად გაიზრდა ყაზახი ავტოდილერების წილი, რომელთაგან ბევრი დღეს უკვე ადგილობრივი დილერებისგან დამოუკიდებლად შეისყიდიან ავტომობილებს. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ქართველი დილერების მხარდაჭერას, მხოლოდ ლოგისტიკური კომპანიის მიერ ეს პროცესები მარტივად კონტროლირებადი არაა.

თუმცა, ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ მალე დარეგულირდება მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი და ბაზარი მზარდ კალაპოტს დაუბრუნდება”, – აცხადებს ოთო ფურელიანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რუსულ სპეც-ოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ” – ლაშა ფარულავა

„რა თქმა უნდა, რუსულ სპეც-ოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ. ეს...

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...

“ირაკლი ცოტა კარგად აგვიხსენი თორემ გასკდა თავი ფიქრით” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი გუნდის ცალკეულ პოლიტიკურ შეფასებებს ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური...

“ივანიშვილს ამ ქვეყნის ხელახლა გასაბჭოების უფლებას არ მივცემთ” – ლაშა დიაროვი

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...