კვირა, ივლისი 27, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხელისუფლების ეს სიგიჟეები და მავნებლობები აუცილებლად დასრულდება...

“ხელისუფლების ეს სიგიჟეები და მავნებლობები აუცილებლად დასრულდება 26 ოქტომბერს, თითოეული მოქალაქე მიიღებს ევროკავშირის პასპორტს და იმ სიკეთეებს რასაც 14 მილიარდი ევრო მოუტანს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

მაშინ როცა ხელისუფლების „დამსახურებით“ სასწორზე დადგა ჩვენი ევროპული მომავალი, ხელისუფლება საუბრობს, რომ მათი ამოცანა არა ხალხის დასაქმება, არამედ ევროპის გათავისუფლებაა მარიონეტი მმართველობითი სისტემისგან”, – ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე “ხალხის ძალის” გავრცელებულ განცხადებას.

მანჯგალაძის თქმით, მთავრობა, რომლის მმართველობის პერიოდშიც 1 მილიონმა ქართველმა ქვეყანა დატოვა, აღნიშნულ თემებზე არ უნდა საუბრობდეს:

მაშინ როცა ხელისუფლების „დამსახურებით“ სასწორზე დადგა ჩვენი ევროპული მომავალი და ის 14 მილიარდიანი დახმარება რომელიც საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი, ხელისუფლება საუბრობს, რომ თურმე მათი ამოცანაა არა ხალხის დასაქმება და ქართველი ემიგრანტების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება, არამედ ევროპის გათავისუფლებაა მარიონეტი მმართველობითი სისტემისგან.

როგორ შეიძლება ამას საუბრობდეს ხელისუფალი, რომლის მმართველობის პერიოდში 1 მილიონი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა.

ხელისუფლების ეს სიგიჟეები და მავნებლობები აუცილებლად დასრულდება 26 ოქტომბერს, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თითოეული მოქალაქე მიიღებს ევროკავშირის პასპორტს და იმ სიკეთეებს რასაც 14 მილიარდი ევრო მოუტანს საქართველოს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მედიასივრცე ავტორიტარიზმში არის ბრძოლის ველი” – ელენე ხოშტარია

პარტია ,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“საქართველოს მეგობრებს თავი დაანებე, წადი სწორი ნახე, კოჭი გააგორე წინასთან და მარგოსთან ერთად😡” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე თბილისის მერის, კახა...

“ჯერ პატიმრებს დაასვეს დამღა – ციხეში ვინც იჯდა გაუპატიურებულიაო, ახლა ევროპაში მყოფ კაცებს აყენებენ...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის არასასიამოვნო მინიშნებები: "ჯერ პატიმრებს...

“წარმოიდგინეთ, ამით რას გვეუბნება: რუსეთი ნამდვილი მტერი კი არ არის, არამედ შექმნილი მტრის ხატიაო”...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ირაკლი კობახიძის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას  კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...