spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებასკოლებში "შეფასება განვითარებისათვის" პროექტის ფარგლებში საცდელი ტესტირებები ჩატარდა

სკოლებში “შეფასება განვითარებისათვის” პროექტის ფარგლებში საცდელი ტესტირებები ჩატარდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სკოლებში ახალი პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ ფარგლებში საცდელი ტესტირებები ჩატარდა. აპრობაციის მიზანი ელექტრონული სისტემისა და ასევე დავალებების გამოცდა იყო.

მათემატიკისა და ქართული ენისა და ლიტერატურის საცდელ ტესტირებებში პირველ ეტაპზე მონაწილეობა 60-მდე საჯარო სკოლამ მიიღო.
პროცესის მიმდინარეობას ადგილზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე გაეცნო.

ტესტირება მე-5 და მე-7 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ, რადგანაც პროექტის სამიზნე აუდიტორიას – მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებს – სასწავლო პროგრამა ჯერ არ აქვთ დასრულებული.
პროექტის პილოტირება მაისის თვეში ჩატარდება და მასში 300-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეები ჩაერთვებიან.

პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ მიზანია დაეხმაროს დაწყებითი საფეხურის (მე-4, მე-6) მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ. პროექტი მისცემს სკოლას შესაძლებლობას, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე.

მომავალში ამ პროექტში მე-10 კლასელების ჩართვაც იგეგმება.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...