“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა ღონისძიება “ერთიანობა ევროკავშირისთვის” ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს ბროშურები და სიმბოლურად, ევროკავშირის პასპორტები დაურიგეს, რა დროსაც, მოსახლეობის განწყობებთან დაკავშირებით შეფასებები, გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ:
“ჩვენ დღეს ვიმყოფებით გლდანის მაცხოვრებლებთან, რომლებსაც ვაცნობთ “ერთიანობის” მთავარ პრიორიტეტებს, როგორიც არის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება, ძლიერი ოჯახი და შემოსავლების სწრაფი ზრდა.
საზოგადოებაში არის სრული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ 26 ოქტომბერს შეიცვალოს ხელისუფლება და აუცილებლად “ქართული ოცნების” ცვლილების შემდგომ დაიწყოს ახალმა პროევროპულმა ხელისუფლებამ, რომლის მთავარი ფლაგმანი იქნება “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, სწრაფი ტემპით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი”, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.
ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს