კვირა, ივლისი 27, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთანავე ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან...

“26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთანავე ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, რათა უმოკლეს ვადებში საქართველო გახდეს ევროკავშირის ამაყი წევრი” – თინა ბოკუჩავა

26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთანავე ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, რათა უმოკლეს ვადებში საქართველო გახდეს ევროკავშირის ამაყი წევრი და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობა და ევროპული პასპორტი ეჭიროს ხელში, რაც ნიშნავს ევროპულ პენსიებს, ევროპულ ხელფასებს, ევროპულ განათლებას, დაცულობას და კეთილდღეობას”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ და ამომრჩევლებისათვის კონკრეტულ შეთავაზებებს აჟღერებს:

გასულ კვირას ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ხუთი საპროგრამო პრიორიტეტი. ჩვენი პირველი პრიორიტეტი არის კი ევროპას! ჩვენი პირველი პრიორიტეტი არის ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერი, განვითარებული, ერთიანი საქართველოსთვის, სადაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს ევროპული კეთილდღეობა და ევროპული პასპორტი.

ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ ჩამოგვაშორა ევროპულ გზას და საქართველოს გზა ჩაუკეტა ევროკავშირისკენ, ახლა გვაქვს შანსი, რომ დავიბრუნოთ ევროპული პერსპექტივა. ჩვენ გპირდებით, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, რათა უმოკლეს ვადებში საქართველო გახდეს ევროკავშირის ამაყი წევრი და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობა და ევროპული პასპორტი ეჭიროს ხელში.

ევროპული პასპორტი ნიშნავს ევროპულ პენსიებს, ევროპულ ხელფასებს, ევროპულ განათლებას. ევროპული პასპორტი ნიშნავს დაცულობას და კეთილდღეობას.

ჩვენ 26 ოქტომბერს უნდა დავუსვათ საკუთარ თავებს შეკითხვა – როგორ საქართველოში გვინდა, რომ ვიცხოვროთ? საქართველოში, სადაც ივანიშვილის კლანები მდიდრდებიან თუ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს ევროპული კეთილდღეობა. საქართველოში, რომელიც საერთაშორისო იზოლაციაშია თუ საქართველოში, რომელიც არის დიდი ევროპული ოჯახის ამაყი წევრი?

დღესდღეობით 500 000 საქართველოს მოქალაქე ფაქტობრივად უმუშევარია, დღესდღეობით 1000 ლარამდე ხელფასით ადამიანებს უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის. დღესდღეობით სტუდენტები, როდესაც ასრულებენ სწავლას ყოველი მეორე ვერ შოულობს სამსახურს, დღესდღეობით პენსიონერთა უმრავლესობას აქვს კაბალური საპენსიო სესხები, მაგრამ 26 ოქტომბერი არის შანსი, რომ დავასრულოთ ეს უსამართლობა, უარი ვუთხრათ კორუფციას, საერთაშორისო იზოლაციას, სიღატაკეს. 26 ოქტომბერი არის შანსი ერთიანობით ავირჩიოთ ევროპული პერსპექტივა, ერთიანობით ავირჩიოთ ევროპაში გაწევრიანება იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამაყად ხელში ეჭიროს ევროკავშირის პასპორტი.

მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ერთიანობით სწორედ ევროპულ არჩევანს გააკეთებს ევროპული კეთილდღეობისთვის და იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხელში ამაყად ეჭიროს ევროპული პასპორტი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ” –...

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს...

“მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კონკრეტულ ინიციატივას პოზიტიური...

“უბედურება ისაა, ბევრი რომ ვერ მიმხვდარა, სად უნდა ურტყა ამ რუსულ რეჟიმს” – რომან...

დინამო არენაზე მომხდარ ფაქტს, რა დროსაც მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...