კვირა, ივლისი 27, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "ვერცერთი პროექტი ვერ განხორციელდება, თუ ქვეყანაში...

კახა კალაძე: “ვერცერთი პროექტი ვერ განხორციელდება, თუ ქვეყანაში მშვიდობა არ გვექნება”

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ უახლოეს დღეებში წინასაარჩევნო პროგრამას წარადგენს, თუმცა, მანამდე მთავარი გზავნილი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მაშინ როცა ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება დგას, მშვიდობის შენარჩუნება პრიორიტეტულია:

ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონებში მოსახლეობასთან. გუშინ სამცხე-ჯავახეთში ვიმყოფებოდით. ვნახეთ რამდენი ადამიანი შეიკრიბა. ძალიან მაგარი მუხტი და განწყობაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი გზავნილი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა. ვერცერთი პროექტი ვერ განხორციელდება, თუ მშვიდობა არ გვექნება. ჩვენს წინაშე დღესაც არსებობს საფრთხე მეორე ფრონტის გახსნის, ეს სურვილი მოდის ქვეყნის გარედან და ამას ხელს უწყობს რადიკალური ოპოზიცია. ამ ყველაფრის მიუხედავად, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის გუნდი, რომელიც ქვეყანაში მშვიდობას შეინარჩუნებს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მოახდენს.

გარდა ამისა, ჩვენ მომდევნო დღეებში საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს პროგრამას, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ შემდეგ ოთხ წელში. თუმცა, ყველაზე მთავარი და პრიორიტეტული არის მშვიდობის შენარჩუნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელსაც შესაბამისი გამოძიება სჭირდება.

ადამიანმა შეიძლება შეცდომა დაუშვას, გააანალიზოს და ბოდიში მოიხადოს. კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“ კი არის რადიკალური დაჯგუფება, რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა და დღესაც იმავეს აკეთებენ. ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ ქვეყანა აჯანჯღარონ, მოაწყონ რევოლუცია, გახლიჩონ საზოგადოება. დანაშაულს, რომელიც ამ დაჯგუფებამ ჩაიდინა, დასჭირდება შესაბამისი გამოძიება, რათა საზოგადოებამ კონკრეტული პასუხები მიიღოს. ეს ძალიან მძიმე საკითხია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დღესაც ვიმკით 2008 წლის ომის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილს ამ ქვეყნის ხელახლა გასაბჭოების უფლებას არ მივცემთ” – ლაშა დიაროვი

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კონკრეტულ ინიციატივას პოზიტიური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...