კვირა, ივლისი 27, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილმა გაანადგურა ქუთაისი და იმერეთი, თუმცა არჩევნებში გამარჯვების...

“ივანიშვილმა გაანადგურა ქუთაისი და იმერეთი, თუმცა არჩევნებში გამარჯვების შემდგომ მიხეილ სააკაშვილი, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” გპირდებით, რომ აუცილებლად გაგრძელდება ქუთაისის, იმერეთის აღმშენებლობა” – ირაკლი ფავლენიშვილი

ივანიშვილმა გაანადგურა ქუთაისი და იმერეთი, თუმცა არჩევნებში გამარჯვების შემდგომ მიხეილ სააკაშვილი, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” გპირდებით, რომ აუცილებლად გაგრძელდება ქუთაისის, იმერეთის აღმშენებლობა, შეწყდება გელათის ნგრევა, პოლიტიკური ცენტრი კვლავ დაბრუნდება ქუთაისში და ქუთაისი თავისი განვითარების ტემპით გახდება ერთ-ერთი პირველი ქალაქი,”- განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ქუთაისთან დაკავშირებით არსებულ რეალობაზე საუბრისას.

მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში იმერეთში დაგროვდა პრობლემები, რაც ხელისუფლების შეცვლისთანავე გამოსწორდება:

2012 წლამდე, მიხეილ სააკაშვილის და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ქუთაისში რეაბილიტირდა ბაგრატი, აშენდა აეროპორტი, ქუთაისმა შეიძინა პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია, აქ უნდა გადმოსულიყო სამთავრობო შენობები და გადმოვიდა პარლამენტი, მაგრამ 2012 წლის შემდგომ ყველა ეს პროექტი ფაქტობრივად იქნა განადგურებული ივანიშვილის რეჟიმის მიერ, თუმცა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი გპირდებათ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდგომ შეწყდება გელათის ნგრევა, შეწყდება ქუთაისის, იმერეთის დაჩაგვრა.

სწორედაც რომ ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგია, რომ ქუთაისი ათი ათასობით ადამიანმა დატოვა, ქუთაისი დატოვა ყველა ინვესტორმა, სწორედაც რომ მათი ბრალია, რომ იმერეთი დატოვა უპრეცედენტო ადამიანების რაოდენობამ – ასი ათასზე მეტმა ადამიანმა. დიახ, ქუთაისი და იმერეთი არის განწირული სიკვდილისთვის ივანიშვილის ხელებიდან, მაგრამ ჩვენ, ქართველი ხალხი ქუთაისს და იმერეთს ვპირდებით, რომ აუცილებლად დასრულდება ეს მავნებლური, მოღალატეობრივი პოლიტიკა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ქუთაისის აღმშენებლობას, ქუთაისი აუცილებლად გახდება პოლიტიკური ცენტრი, პარლამენტიც დაუბრუნდება თავის ადგილს და ქუთაისი თავისი განვითარების ტემპით გახდება ერთ-ერთი პირველი ქალაქი, ქუთაისში იცხოვრებენ ქუთაისელები და არ დატოვებენ მას”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეგ კაცი წერილებს მაშინ აქვეყნებს და აქვეყნებინებს, როცა ძალიან ცუდადაა” – ვახო სანაია ბიძინა...

ჟურნალისტ ვახო სანაიას კონკრეტული ვარაუდები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე,...

“ჩვენს გუნდს საარჩევნოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს” – კახა კალაძე

„არჩევნებისთის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს. არასდროს ვწყვეტთ კომუნიკაციას ხალხთან...

“წელს ყველა ელოდა, რომ ის ნობელის პრემიას მიიღებდა…” – მიხეილ სააკაშვილი ცოტნე ჯავახიშვილთან დაკავშირებით

მსოფლიოში სახელგანთქმული ბიოლოგის, ცოტნე ჯავახიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს ეხმაურება...

“ძალაუფლების გარეშე უბრალოდ ნულია და არც არავის ეხსომება (“ეყვარება”) ხვალ-ზეგ!!” – თეა წულუკიანი

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე, მძიმე შეფასებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...