spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიპროტესტის უკიდურესი ფორმა - ქუთაისის ციხეში პატიმრები შიმშილობენ

პროტესტის უკიდურესი ფორმა – ქუთაისის ციხეში პატიმრები შიმშილობენ

ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 4 პატიმარი შიმშილობს. პროტესტის უკიდურეს ფორმას შოთა ჯაიანი, გიორგი კაკაბაძე, დავით უგულავა და ომარ უგულავა მიმართავენ. ადვოკატების თქმით, ერთ-ერთი მსჯავრდებული შოთა ჯაიანი, 24 იანვრის შემდეგ, თვეზე მეტია შიმშილობს, რის გამოც მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

ამის შესახებ, მსჯავრდებულების ადვოკატებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. უფლებადამცველების განმარტებით, პატიმრებს გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა, თუმცა შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ და გამოძიებამ გამოძალვის, სხეულის ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანების მუხლები დაამატა.

საქმე ეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, რომლებიც გაბუქებულია საგამოძიებო ორგანოს მხრიდან. დაკავებულები ამ ფაქტს აპროტესტებენ და შიმშილობენ. ჩვენ მოვითხოვთ საქმის სწორად გამოძიებასა და სამართლიანობის აღდგენას,” – განაცხადეს დაკავებულების ადვოკატებმა როინ ჭეიშვილმა და ციცინო ბაბუნაშვილმა.

გარდა ამისა, ადვოკატების ინფორმაციით, ერთ-ერთი პატიმარი ხონის პოლიციის უფროსის მოადგილეს ჩვენების იძულებით მიცემაში ამხელს, რაზეც დაწყებულია გამოძიება.

საქმე ეხება ვალის დაბრუნების მოთხოვნით დაწყებულ სიტყვიერ შელაპარაკებას, რომელიც ხონში 2019 წლის 23 ნოემბერს მოხდა.

დაკავებულების ადვოკატები საქმის სწორად გამოძიებას და სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...