კვირა, ივლისი 27, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მადლობა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ქუთაისის საერთაშორისო...

“მადლობა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო.

კახა კალაძემ უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს.

მინდა, ყველა კურსდამთავრებულს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის უნივერსიტეტი გვაქვს. ბევრი ევროპული უნივერსიტეტი მინახავს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში თავისი განათლების სისტემით, ინფრასტრუქტურით, ტექნოლოგიებით მართლაც საერთაშორისო დონისაა. მიხარია, რომ განათლებას ასეთი განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელთა ინიციატივით და დაფინანსებით დაარსდა აღნიშნული უნივერსიტეტი.

ეს პროექტი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დამსახურებაა. შეიძლება, ბევრი ადამიანი დღეს ვერ ხედავდეს ამ პროექტის მნიშვნელობას, მაგრამ გავა წლები და სრულიად საქართველო დაინახავს, რამდენად საჭირო იყო მისი განხორციელება ქვეყნისთვის. მადლობა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს პროექტისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რთულია ალბათ, როცა იაზრებ, რომ ყველაფერზე წასვლა, ყველაფრის კადრება მოგიწია” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე...

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ მორიგი წერილი გამოაგზავნა...

“ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” რუსული” – კახა კალაძე

„ე.წ. დიფსთეისთვის არასასურველი პოლიტიკური პარტია რომ იმარჯვებს, მაშინვე შემოაქვთ...

“დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ” –...

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს...

“გაიხსენოს რომ ბიძინას შნირი იყო და პუტინი მტრად არ მიაჩნდა, დედამიწა – ქალამნად” –...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...