კვირა, ივლისი 27, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ატარებს დიდ ექსპერიმენტს, რომელიც მანამდე...

“ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ატარებს დიდ ექსპერიმენტს, რომელიც მანამდე არცერთ ხელისუფლებას არ ჩაუტარებია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ” – იაგო კაჭკაჭიშვილი

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და ბიძინა ივანიშვილის მიმართ კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ატარებს დიდ ექსპერიმენტს, რომელიც მანამდე არცერთ ხელისუფლებას არ ჩაუტარებია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. უკვე სრულიად აშკარაა, რომ ხელისუფლებამ უკანმოუხედავად ჩაურაზა კარები დასავლეთს (იმ ზომამდე, რომ აღარც ხვდება მაღალი რანგის დელეგაციებს).

ახლა ივანიშვილმა ბურთი შემოაგდო ქართული საზოგადოების მოედანზე. მას იმედი აქვს, რომ საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებს. ანუ, გულწრფელად ფიქრობს და პრინციპულად უშვებს, რომ საზოგადოებაში დასავლური დემოკრატიის ღირებულებები არაპოპულარული და გარედან თავსმოხვეულია. შესაბამისად, ელოდება, რომ ანტიდასავლური განვითარების ტესტს ხალხი წარმატებით ჩააბარებს.

ამდენად, მართლა მეორეხარისხოვანია დღეს, თუ ვინ არის პროდასავლურ ოპოზიციაში – ქართულმა საზოგადოებამ უნდა აირჩიოს, აგრძელებს 30 წლიან, შუქ-ჩრდილებიან, მაგრამ მაინც დემოკრატიის მშენებლობის გზას, თუ ეფლობა რუსულ-ბელარუსული რეჟიმის ჭაობში“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე იაგo კაჭკაჭიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ემიგრაციაში მყოფი კაცები გასუსულები რატომ ხართ?” – გოჩა მირცხულავა

ირონიული მინიშნებების ტალღას "მამაკაცის გათხოვებასთან" დაკავშირებით ასევე ირონიული და...

“მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კონკრეტულ ინიციატივას პოზიტიური...

“მედიასივრცე ავტორიტარიზმში არის ბრძოლის ველი” – ელენე ხოშტარია

პარტია ,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...