კვირა, ივლისი 27, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რა "9 წელი"?! რა ნაცები და გლობალური ომის...

“რა “9 წელი”?! რა ნაცები და გლობალური ომის პარტია?! ქვეყანას ვკარგავთ” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ რეალობაზე:

,,სერგეი ლავროვის მორიგი ქება დაიდო “ოცნების” მიმართ – “რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა.”❤️

ლავროვი რომ ქართველთმოძულე ღორია, იმედია, ამაზე არ ვიდავებთ. მე მაინტერესებს, რას ფიქრობენ ჩემი გაყურსული მეგობრები. ისინი, ვისთან ერთადაც გავიზარდე და ვინც დღეს ჩუმად არიან. ისინი, ვისაც ხმა არ ამოუღია, როცა რუსული რეჟიმი დანაშაულებრივ კანონს იღებდა და ევროპის კარს გვიკეტავდა. ვინც თავს აჯერებს, რომ დიდი არაფერი ხდება – მერე რა, რომ დასავლეთში მეგობარი აღარ დაგვრჩა, ხოლო ჩვენი სამშობლოს მტერი ყოველ დღე აქებს მათ რჩეულებს…

ხალხო, გამოიხედეთ! – ტეხავს! ტეხავს კი არა, დანაშაულია ის, რაც ხდება და დანაშაულში თანამონაწილეობაა თქვენი დუმილი! 1921 წლის ოკუპაციაში თანამონაწილეობის ტოლფასია, რასაც ახლა აკეთებთ ან არ აკეთებთ.

რა “9 წელი”?! რა ნაცები და გლობალური ომის პარტია?! ქვეყანას ვკარგავთ. ისინი, ვინც ამ ყველაფრის უკან დგანან, კორუმპირებული მოღალატეები არიან (ზოგი პირდაპირ კაგებეა, ზოგი – იყიდეს ან გამოიჭირეს, თქვენც ხომ კარგად იცით ეს?) – აი, თქვენ რად გიღით ეს ყველაფერი?! შვილებს რას ეტყვით? ან ახლა რას ეუბნებით? ტვ “ნაძეჟდას” ვირტუალურ რეალობას სთავაზობთ?!

არ გთაგავთ. ვიცი, კითხულობთ”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მაქვს გადახდილი სახელმწიფო გადასახადი, რომ აღსრულებაში მიგეღოთ, მაგრამ ტ*აკი არ აგიწევიათ აქამდე” – თენგო...

თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობებიდან ხალხის გამოსახლებისას მომხდარ ინციდენტებს და...

“ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში...

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: "⛪ ბოლო...

“ჩვენს გუნდს საარჩევნოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს” – კახა კალაძე

„არჩევნებისთის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს. არასდროს ვწყვეტთ კომუნიკაციას ხალხთან...

“ძალაუფლების გარეშე უბრალოდ ნულია და არც არავის ეხსომება (“ეყვარება”) ხვალ-ზეგ!!” – თეა წულუკიანი

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე, მძიმე შეფასებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...