პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე სააგენტო ,,პარალელის” ჟურნალისტთან კომენტარში პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ,,ერთიანობის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებებთან დაკავშირებით:
-
,,ერთიანობის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერის განცხადების შემდეგ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება არის შეშინებული, იციან, რომ 20%-ზე მეტს ვერ აიღებენ, თავიანთ კვლევებში ჩანს და სწორედ ამიტომ სჭირდებათ ტყუილები, დესტაბილიზაცია და მთელი ეს კამპანია. რას უპასუხებთ?
– ამ განცხადებაში უნდა დავინახოთ ერთადერთი, რომ ვაშაძე ცდილობს ,,ქართული ოცნების” და ჩვენი პოლიტიკური გუნდის საპირწონედ და მთავარ მოწინააღმდეგედ წარმოაჩინოს თავი. ჯერ მაგხელა არ არის, როგორც პარტია და მაგხელა მხარდაჭერაც არ აქვს საზოგადოების მხრიდან.
ამიტომ სჯობს თავის ლიგაში იჭიდაოს და აკეთოს ესეთი განცხადებები პოლიტიკოსების მისამართით, ვინც მას პასუხობს.
ავტორები
ალექსანდრე ლეჟავა
ნინი ხიჯაკაძე