ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი შექმნილი რეალობის შეფასებას ახდენს, ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით:
“იმ ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი, რომლებიც დარეგისტრირდნენ არის ხელისუფლებასთან აფილირებული და/ან ამ უკანასკნელთან აქტიურ თანამშრომლობაში მყოფი.
ანუ, ბიძინას გასროლა, შეიძლება ითქვას, მიზანს აცდა, რადგან ვის გამოც მთელი ეს მავნებლობა იქნა წამოწყებული, აქტიური ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა.
ახლა არჩევნებამდე, მათ მიმართ რაც უფრო მეტ რეპრესიულ სისულელეს ჩაიდენს, მით უფრო გაიუარესებს ელექტორალურ მოცემულობას.
მთავარია, სამოქალაქო სექტორმა ამ პერიოდში მხნეობა შეინარჩუნოს და არ დანებდეს საქართველოს ევროპული მომავლის სახელით“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.