ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდეზინფორმაცია"გვსურს, გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელში სხვადასხვა ყალბი...

“გვსურს, გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელში სხვადასხვა ყალბი გვერდის მეშვეობით ვრცელდება” – თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების (TAV) ადმინისტრაცია

გავრცელდა თაღლითური სქემის ახალი სახეობა, კერძოდ ფეისბუქზე დარეგისტრირებული გვერდი ,,Tbilisi International’’-ი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს აეროპორტში დაკარგული ნივთების შეძენას. აღნიშნულ თაღლითრ სქემის საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების (TAV) ადმინისტრაცია:

,,გვსურს, გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელში სხვადასხვა ყალბი გვერდის მეშვეობით ვრცელდება, თითქოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაკარგული და მოუკითხავი ბარგის განყოფილებაში (Lost & Found) მოხვედრილი ნივთები იყიდება.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს სრულ სიყალბეს, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

კომპანიამ დეზინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად და ყალბი გვერდების დასაბლოკად სათანადო რეაგირება უკვე მოახდინა’’, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: აღნიშნული თაღლითური ორგანიზაცია გაუმართავი ქართულით სოციალურ ქსელში ავრცელებს შემდეგი სახის ყალბ ინფორმაციას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

აეროპორტი ყიდის დაკარგულ ჩემოდნებს 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შენახული დაკარგული ბარგი ამოღებულია.

რადგან საწყობი გვიწევს დაცლა, ჩემოდნებს ვყიდით მხოლოდ 5.50 ლარად
ჩემოდანი ხშირად შეიცავს მობილურ ტელეფონებს, ლეპტოპებს, ძვირფას სამკაულებს და სხვა ბევრ საინტერესო ნივთს მხოლოდ ონლაინ.

შეკვეთის გასაკეთებლად დააკლიკეთ რეკლამას და გადადით საიტზე!

იხ. შესაბამისი გრაფიკული გამოსახულება

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უტიფართ და მით უფრო “ოცნების” მიერ “დადებულ” პრეზიდენტს (2018-ში) არ სჩვევიათ ბოდიშის მოხდა!” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მწვავე შეფასებები...

“ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ “დიფ სთეითი” ბიძინა ყოფილა და პროკურორს ეტყვიან – შიგნიდან...

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის პოლიტ-ირონიული ვარაუდი: "ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...