ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"პროცესის მიმდინარეობისას გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენს სარჩელს,...

“პროცესის მიმდინარეობისას გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენს სარჩელს, პარლამენტის წევრების მიერ წარდგენილ სარჩელს არ ცნობენ დასაშვებად” – თამარ კორძაია

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია, სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში საუბრობს საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხის განხილვის პროცესისა და მოლოდინების შესახებ:

  • როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხის განხილვის პროცესს და რა მოლოდინები გაქვთ გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით:

– სამწუხაროდ, პროცესის მიმდინარეობისას გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენს სარჩელს, პარლამენტის წევრების მიერ წარდგენილ სარჩელს არ ცნობენ დასაშვებად. იმიტომ, რომ არ უნდათ მთლიანი კანონის კონსტიტუციურობის განხილვა, რადგან ცალსახაა და სამართლებრივად 100%-ით დავადასტურეთ, რომ ეს კანონი ნამდვილად არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, იმიტომ, რომ წითელი ხაზია ამ კანონის არსებობა საერთოდ ევროკავშირში მოლაპარაკების გახსნის თვალსაზრისით. სანამ ეს კანონი იარსებებს ამ ქვეყანაში იქამდე შეუძლებელი იქნება მოლაპარაკებების გახსნა საქართველოსთვის.

ამას ვასაბუთებდით სამართლებრივად, უფრო მეტიც პრეცედენტულად ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ემსჯელა 78-ე მუხლთან მიმართებაში კანონის შესაბამისობაზე და ირაკლი კობახიძე, როგორც ,,N1 კონსტიტუციონალისტი’’ ამ ქვეყანაში განმარტავს თავის წიგნში, რომ 78-ე მუხლი არის ქმედით სამართლებრივი მექანიზმი. ქმედითი ნიშნავს, რომ ეს არის ცოცხალი მუხლი და მის შესრულებაზე საკონსტიტუციომ უნდა იმსჯელოს.

შესაბამისად, ეს ცალსახად ნიშნავდა იმას, რომ სამართლებრივად დასაბუთებულიყო დასაშვებობის ნაწილიც და ასევე დასაბუთებულიყო ისიც მტკიცებულებებით, ევროკავშირის სამართლის შესაბამისად, საქართველოს სამართლის შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, 9 ნაბიჯის მეცხრე ნაბიჯის შესაბამისად, რომ ამ კანონის არსებობა არის დარღვევა ჩვენი ურთიერთობის ევროკავშირთან მიმართებაში და შეჩერებას თუ განახორციელებდა საკონსტიტუციო სასამართლო ეს გამოიწვევდა აუცილებლად პოზიტიურ შედეგს. პოზიტიურ იმ გაგებით, რომ საბოლოოდ არ დაგვეკეტებოდა განუსაზღვრელი ვადით ევროკავშირის კარი.

ეს ყველაფერი ვუთხარით რა თქმა უნდა, განვუმარტეთ, მაგრამ სამწუხაროდ, დღესაც არ არის გადაწყვეტილება და კანონის სანქციების ნაწილი უკვე ამოქმედდა. სამწუხაროა, რომ გადაწყვეტილება არ არის არამარტო 78-ე მუხლის ნაწილში, არამედ ადამიანის უფლებათა ნაწილში, რადგან უკვე არასამთავრობო ორგანიზაციები შეიძლება დაექვემდებარონ დღესაც დასანქცირებას იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ამბობდნენ 1 თვე მაინც დასჭირდება საკითხის შესწავლას და ა.შ. კანონი ორ სახეს იცნობს:

1. ვინც არ დარეგისტრირდება – ავტომატურად უნდა დაასანქცირდეს;

2. უნდა შემოწმდეს შემოსავლების რაოდენობა და მერე თვითონ მონიტორინგით ძალით არეგისტრირებენ.

ძალიან მარტივია იუსტიციის სამინისტროსთვის საგადასახადოებისგან გამოიტანოს ინფორმაცია დღესვე, მაგალითად, საერთაშორისო გამჭირვალობის შემოსავლების წყარო რამდენია უცხოეთიდან და დღესვე დაასანქციროს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო არ ჩქარობს შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღებას.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...